მსგავსი "სირთა ბრიგადა" ყველას გვახსოვს ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე. ალბათ მიხვდით, რომ "მეგაკომს" ვგულისხმობ. კომპანია რომელიც მთელი 2 წლის (!!!) განმავლობაში, უკატასტროფულესი სისწრაფით მზარდი და უმომგებიანეს ბიზნესში, პიონერი-მონოპოლისტის სტატუსით ოპერირებდა, გაკოტრდა! ასეთი სიდეგენერატე გინესის წიგნშია შესატანი მე თუ მკითხავთ და სამწუხაროდ ხაზს უსვამს ქართველი ბიზნესმენების უზომო ღორობას.
რაც შეეხება "ბილაინს" ჩემი აზრით ესენი "აზროვნებით" "მეგაკომის" "ბიძაშვილები" არიან და უახლოეს მომავალში მათ ბედს გაიზიარებენ (ნუ შეიძლება არ გაკოტრდნენ, მაგრამ ვარსკვლავებს ნამდვილად ვერ მოწყვეტენ).
"ბილაინის" მხრიდან უდიდესი შეცდომა იყო უგაჯერებულეს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე (და საკმაოდ მომგებიანზე) ასე "მოუმზადებლად" შემოსვლა. ჩემი აზრით მათ ჯერ ტექნიკურად უნდა "გაემართათ" ქსელი, მინიმუმ მოქმედი ოპერატორების დონეზე (თუ უფრო უკეთესად არა) და უკვე შემდეგ უნდა დაეწყოთ საქმიანობა და მით უმეტეს პიარი.
თან ყველამ დაინახა რომ მოლოდინი და ლოიალურობის დონე პოტენციური აბონენტების მხრიდან უდიდესი ჰქონდათ, რაზეც მეტყველებს კომპანიის ოფისის გახსნის პირველ კვირებში არსებული რიგები.
ალბათ გახსოვთ "ჯეოსელის" პირველი ნაბიჯები. საწყის ეტაპზე ხარისხი საკმაოდ დაბალი იყო და ამას ერთვოდა ის რომ საქართველოს ფარგლებში საკმაოდ შეზღუდული დაფარვის ზონა ჰქონდა. ეს იარლიყი კი მას ძააალიან დიდხანს გაჰყვა. "დაჟე" იმ ეტაპამდეც კი როცა მათ ლამის "მაგთიზე" დიდ დაფარვის ზონას მიაღწიეს, მაინც ბევრს ფსიქოლოგიურად გამჯდარი ჰქონდა, რომ "ჯეოსელი" ყველგან არ იჭერს, არადა რეალურად იჭერდა უკვე

ზუსტად აღნიშნული "იარლიყი" აიკრა "ბილაინმა", რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ დიდხანს გაჰყვება.
აქვე ავღნიშნავ, რომ მეც საკმაოდ დიდი მოლოდინი მქონდა ამ კომპანიის და პირველივე დღეს ვიყიდე 1 ნომერი, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ მეორე, მაგრამ გამიცრუვდა იმედები. ეს კი _ "კლიენტის იმედგაცრუება" , მარკეტინგის თეორიით დამღუპველია.
მინაწერი: გამოვიდნენ ჭკვიანები... ასტრახანში და მახაჩკალაში ჩახსნილი სამი ცალი ამორტიზებული ანძით მოინდომეს ბიჭებმა ბიზნესის კეთება და ფულის შოვნა.
This post has been edited by Techno on 2 Aug 2007, 16:02