მიყვარს - ნუთუ?
ვოცნებობ - რომ ვთქვა მილიონ დოლარზე თქო, დამიჯერებ?
ვფიქრობ - მუდმივად.
მძულს - ჩემს გულში ისედაც ცოტა ადგილია სიყვარულისთვის, იმისათვის, რომ მძულდეს.
ვნანობ - არასოდეს. ჩემი ცხოვრება ჩემი არჩევანია.
კმაყოფილი ვარ - კმაყოფილი მხოლოდ თვითკმაყოფილი იდიოტია. არა, მადლობ.
მენატრება - ალბათ იმიტომ, რომ ეჩვევი. ისე-იშვიათად.
მსურს - ცოტაა სასურველი?
მაღიზიანებს - ადრე უფრო. ეხლა მეცინება.
ვგრძნობ - უგრძნობი მარტო მაგიდაა. I'm not a table.
მეშინია - მხოლოდ ერთი რამის.
ვიცი - ის, რაც ვიცი.
არ ვიცი - მაგრამ შემიძლია ვისწავლო.
შემიძლია - თუ მოვინდომებ.
არ შემიძლია - თუ არ მინდა.
ვმეგობრობ - მაგრამ ყველამ არ იცის მეგობრობის ფასი.
ვაპატიებ - უპატიებელი არაფერია. მთავალია გულწრფელი იყოს.
ვტირი - როცა ვგრძნობ.
ვიცინი - როცა მეცინება.
ვეძებ - არასდროს. აქეთ მომძებნის/მომძებნიან.
ღირსი ვარ - იმის, რასაც ვიმსახურებ.
ვკარგავ - მაგრამ არ ვნანობ.
მშურს - არასოდეს.
ვემალები - თუ ლაპარაკი არ მსურს.
ვემტერები - პირიქით, პატივს ვცემ.
მაინტერესებს - ყველაფერი.
არ მაინტერესებს - არაფერი.
მახსოვს - რაც საჭიროა.
მრცხვენია - მრცხვენია.
უარვყოფ - ძირითადად კამათის დროს.
ვავადმყოფობ - მეტყობა რამე?
ვმალავ - რომ ორსულად ვარ. მალე მშობლებს სიურპრიზი ელით

ვინახავ - არ მჩვევია წარსულის შენახვა.
მწამს - ჩემებურად.
მიკვირს - იმდენი ვნახე, აღარაფრის.
მიხარია - რომ შემიძლია სილამაზის დანახვა.
ვჭორაობ - ვინ გაცლის რო? აქეთ ჭორაობენ.
ვდარდობ - მეგობრებზე.
ვამაყობ - ერთი ფორუმელით... ძალიან ძალიან. თუ წაიკითხავს ამას, მიხვდება

ვაკეთებ - იმას, რასაც საჭიროდ ვთვლი.
ვეფერები - როცა მომივლის ხოლმე. ამ ბოლო დროს ხშირად.
მსიამოვნებს - როცა სიამოვნებთ.
მესიზმრება - ათასგვარი უბედურება.
ვეხმარები - თუ შემიძლია.
ვეწევი - 100 კილოიან შტანგას დღეში 20-ჯერ თითო ხელით

მწყინს - მაგრამ არ ვიმჩნევ.
ვხარჯავ - სანამ მაქვს, თორე როცა არ მექნება, რა ჩემს ფეხებს დავხარჯავ?
ვღალატობ - არასოდეს.
ვკამათობ - უუუF! ხშირად
ვუხეშობ - იმასთან, ვინც მაღიზიანებს.
ვუსმენ - ყველაფერს. რა იცი, რას იტყვიან?!
ვყოყმანობ - ძირითადად ყოყმანზე დროს არ ვხარჯავ,
ვკითხულობ - და ველი პასუხს.
ვამზადებ - უუუF! შემაგდეთ სამზარეულოში და ყველაფერსაც გავამზადებ.
ვუყურებ - ჯერ არ დავბრმავებულვარ.
ვკლავ - უმტკივნეულოდ.
ვაფუჭებ - მერე ისევ ვაკეთებ.
ვცხოვრობ - ზოგიერთებისგან განსხვავებით.
ვცემ - სიყვარულისგან მომდის

ვყვირი - უუუF! სულ ხმამაღლა არ ვარ ჩაწერილი?
ვმღერი - ვარსკვლავების აკადემიის "ვარსკვლავებზე" უკეთ, აშკარად.
ვასრულებ - ჯულიეტას როლს სპექტაკლში "ტარზანი და კუ".
დავდივარ - ორ ფეხზე, შენ წარმოიდგინე

ვმკურნალობ - მეტყობა რამე სამკურნალო?

ვერიდები - სად ვერ ვიდები?

ვთამაშობ - გეეეჩვენება

ვიტყუები - უმწიკვლო ტყუილებია ეგენი.
ვეთაყვანები - გამატარეთ!
ვგიჯდები - სად მიჯდები?

ვაგროვებ - მტვერს ქუჩაში.
ვიხდი - აბა, მოემზადეთ!
ვეჭვიანობ - თურმე... არ ვიცოდი.
"ვკაიფობ" - მარტო არა.
ვიზიდავ - რა თქმა უნდა
ვალამაზებ - ხალხმრავალ ადგილებს ჩემი იქ ყოფნით