მოკლედ გაახურა საქმე "ჩემმა ქსელმა" რა

ის არ მაკმარეს რომ გუშინწინ ღამის 4 საათზე მომივიდა მესიჯი რომ ჯეოსტარი იწყება და შემიძლია მონაწილეობა მივიღო თურმე....
თან ისეთი საშინელი ზარი მეყენა მესიჯზე რომ გულგახეთქილი წამოვხტი

ჯანდაბას ამათი თავითქო გავიფიქრე, ერთიც შევიგინე, მესიჯი წავშალე და დავიძინე.... ხოდა ამ წუთას კიდე მომივიდა იგივე მესიჯი

მაგარი სარეკლამო ქსელი აქვთ რა

თუ რეკლამა უნდათ გაუშვან ტელევიზორში რა ბლა!!!!!!!!!!
ყოველი ჯეოსელის დასპონსორებული კვერცხობის შესახებ ხუთ ხუთი მესიჯი უნდა მივიღო ხოლმე???
არადა შენ რომ ნომრების ბაზა გქონდეს და ფასიანი ნომრებიდან დააგზავნო სარეკლამო შემოთავაზება, სპამი არისო გეტყვიან და კონტრაქტს გაგიუქმებენ.... აბა ეს რა ჩემი ფეხებია თუ არა სპამი?