#24784692 · 3 Apr 2011, 21:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამაზე თემა ვერ ვნახე აქ გახსნილი.მაინტერესებს რა იცით სოფისტებზე და მათ ფილოსოფიურ-სამართლებრივ შეხედულებებზე? ისინი ძალიან საინტერესო მოსაზრებების ავტორები არიან. მაგალითად, ერთ ერთი მათგანის აზრით, ბუნება არის ჭეშმარიტი ბუნებითი სამართალი, რომელიც უპირისპირდება მცდარ, ხელოვნურ კანონს სოფისტები_ესენი იყვნენ ძველელინური ფილოსოფიური და სამართლებრივი იდეების ერთ-ერთი წარმომადგენლები რომლებიც წინ უძღოდნენ ისეთი სახელგანთქმული ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მოღვაწეობას როგორებიც არიან სოკრატე, პლატონი და არისტოტელე. სოფისტები მოღვაწეობდნენ ქრ.შ-მდე მე5 საუკუნეში და რადგანაც ისინი არ წარმოადგენდნენ ერთიან სკოლას, განსხვავებული ფილოსოფიურ-სამართლებრივი იდეები გააჩნდათ
--------------------
და ქალივით როკავს ძეწნა, ძეწნა, ძეწნა ნოტებ-ნოტებ ტოტებს ურევს, ურევს, ურევს... ბაგე - ბაგეს უცებ, ისე შემოეწნა როგორც სველი მკერდი ვიწრო მაისურებს©გიო გურჯი
|