სრული უფლება გვაქვს (როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას) ჩამოვაგდოთ ნებისმიერი (მათშორის სამგზავრო) თვითმფრინავი როცა იგი ჩვენს სასაზღვრო სივრცეში ნებართვის გარეშე შემოდის ...მგფონი ყველამ იცით რომ უკვე დაახლოებით მეათეჯერ მოხდა რუსული ბომბდამშენების მიერ ქართული ტერიტორიის დაბომბვა ...
მგონი ისეც იცით რომ რუსული თვითმფრინავები რადარმა დააფიქსირა და საჰაერო დაცვას მათი ჩამოგდება შეეძლო ეგრედწოდებული "PVO" სისიტემის რაკეტით ...
მოკლედ მე ვთვლი რომ საჰაერო დაცვა ვალდებულია ჩამოაგდოს ნებისმიერი ბომბდამშენი რომელიც საქართველოს სასაზღვრო სივრცეში შემოვა ... მარტო იმიტომ რომ საჰაერო დაცვა საქართველოს მარტო საზღვრებზე ჰყავს განლაგებული და იმ შემთხვევაში თუ ბომბდამშენი თავისუფლად გაივლის საზღვარს უკვე გზა ეხსნება პირდაპირ დედაქალაქისკენ ...
ეხლა უკვე ჩემი სუბიექტური აზრი: რამდენჯერმე პანკისში ჩავყლაპეტ ... ეხლა უკვე ოსეთშიც ...
არ გვეშინია რომ ერთხელაც თბილისში რომელიმე მჭიდროდ დასახლებულ პუნქტს დაეცემა ერთხელაც ბომბი ? მერე გამოპვა რუსეთის პრეზიდენტი და მოიხდის ოფიციალურ ბოდიშს და მაგით დამთავრდება ყველაფერი ...
რატომ არ ფიქრობენ იმაზე რომ თბილისის გარშემო საჰაერო დაცვა არ არსებობს ? და ამ ტიპის თვითმფრინავის ჩამოგდება (იხილეთ მიმაგრებული სურათი) ჩვენ შეიარაღებაში მყოფ არცერთ საჰაერო ხომალდს არ შეეუძლია ...
* * *
მაშინ როცა ჩვენი კისრიდან ამოღებული ფული იხარჯება არმიის განვითარებაში ...
მაშინ როცა მილიარდები დაიხარჯა საჰაერო დაცვაზე ...
რატომ უნდა ვიყოთ საქართველოს მოქალაქეები დაუცველი "ამოუცნობი მფრინავი ობიექტების" დაბომბვისაგან ?
რუსეთი აცხადებს რომ თვითმფრინავები მათ არ ეკუთვნოდათ ...
მიმაგრებული სურათი