http://www.newsgeorgia.ge/geo1/20070809/42030188.htmlბრაზილიელმა ფეხბურთელმა ზესტაფონში მის მეუღლეზე თავდასხმის შემდეგ საქართველო დატოვა - მასმედია
13:07 | 09/ 08/ 2007
Print version
თბილისი, 9 აგვისტო /”ახალი ამბები - საქართველო”/. საქართველოს საერთაშორისო სკანდალი ემუქრება. როგორც რიგი ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აცხადებენ, ქალაქ ზესტაფონში ადგილობრივი კლუბის ბრაზილიელი ლეგიონერის ედსონ ოლივეირა დოს სანტოსის მეუღლე გააუპატიურეს, რის შემდეგ წყვილი სამშობლოში გაემგზავრა.
ინციდენტი 2007 წლის ივლისის ბოლოს მოხდა, თუმცა, ქართული მხარე ფაქტის დამალვას ცდილობდა, რადგან საქმე უცხოეთის მოქალაქეს ეხებოდა.
არსებული ინფორმაციის თანახმად, იმერეთის სამხარეო პოლიციამ უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე მომხდართან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტული ეჭვმიტანილები ჯერჯერობით არ ყავთ, იუწყება ქართული მასმედია.
საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა, ამას ლეგიონერის ოჯახური პრობლემებით ხსნის.
26 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ედსონ ოლივეირა დოს სანტოსმა ზესტაფონის კლუბ ”ზესტაფონთან” 2006 წლის ოქტომბერში ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. --0--