ისინი სააკაშვილს აძლევენ ხელისუფლებას და სააკაშვილი მათ აძლევს უფლებას. ეს არის აბსოლუტურად ინფანტილური ადამიანი, რომელსაც რაიმე გრძელვადიანი კურსი არ გააჩნია. კახა კუკავა: იმაში, რომ თავიდანვე ჩვენ დავაკანონოთ "სამხრეთ ოსეთი", არანაირი ლოგიკა არ არის. ამით მოლაპარაკების დაწყებისას ჩვენ თავიდანვე წამგებიანი პოზიცია გვექნება. ანუ, სამხრეთ ოსეთი არსებობს და მერე მოლაპარაკების პროცესში კიდევ რაღაც უნდა დავამატოთ.
ჩვენ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები იქიდან, რომ ჩვენ არანაირ ავტონომიას არ გაძლევთ, არანაირ სამხრეთ ოსეთის სტატუსს არ გაძლევთ და კონფლიქტი მოგვარდება ან ძალით ან მშვიდობით. ამასთან, უნდა იცოდნენ, რომ თუ კონფლიქტი ძალით მოგვარდება, არანაირი ავტონომია არ ექნებათ, თუ მოგვარდება მშვიდობიანად, მაშინ მათ ეს ავტონომია ექნებათ. მაგრამ მანამდე მოლაპარაკების ფორმატზე თანხმობა უნდა განაცხადონ. ეს უფრო ტაქტიკური საკითხია და მიმაჩნია, რომ ახლა ტერმინზე საუბარი არასწორია. ამიტომაც ვთვლი, რომ ეს არის დროის გაყვანისა და ხალხის მოტყუების მცდელობა. საქართველოს ხელისუფლებასთან კი დიალოგის წარმოება ძალიან ძნელია, რადგან სააკაშვილთან დაკავშირებით არ არსებობს ნდობის განცდა. ეს არის უპირო ადამიანი.
"რ": ხელისუფლების მიერ გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები არ არის გარანტია.
კ.კ: სამშვიდობო პოლიტიკა ძალიან კარგი თემაა. დაგითვლიათ, მიხეილ სააკაშვილი რამდენი სამშვიდობო პოლიტიკით გამოვიდა. მგონი, მეთერთმეტე თუ მეთორმეტე სამშვიდობო ინიციატივით გამოდის. გამოვა, იტყვის, მერე დაავიწყდება, მერე კიდევ გამოვა, მერე ისევ დავიწყდება და რაღაცას იზამს და ა.შ.
ეს უკვე მათი მხრიდან არასერიოზულად აღიქმება. გარდა ამისა, ამ ინიციატივებს შორის ჩვენ გვესმის ომის რიტორიკა, რომ ჩვენ ჯარი შევა აფხაზეთში, ცხინვალში.შევარდნაძის დროს ეს რეგიონები უფრო მეტად იყვნენ დანარჩენ საქართველოსთან ინტეგრირებულნი, ვიდრე დღეს. ახლა ეს კავშირები გაწყდა და ამ ფონზე იმის თქმა, რომ ქურთა და თამარაშენი დავიბრუნეთ, ეს უბრალო ფიარია, რადგან არასოდეს არ დაგვიკარგავს. სააკაშვილს არანაირი გეგმა არ გააჩნია. გადაწყვეტს ისე, როგორც ამერიკიდან უკარნახებენ. შეიძლება, ხვალ თქვას, რომ ცხინვალი მარნეულს უნდა მიუერთდესო. საერთოდ ვიცით, ამ კაცს რა ხედვა გააჩნია, მემარჯვენეა, მემარცხენე, ლიბერალია თუ ნაციონალი, მშვიდობის მომხრეა თუ ომის. ეს არის აბსოლუტურად ინფანტილური ადამიანი, რომელსაც რაიმე გრძელვადიანი კურსი არ გააჩნია. ერთად-ერთი რაც მან ზუსტად იცის, არის ხელისუფლების შენარჩუნება. სააკაშვილს თავისივე უმრავლესობის წევრები არ ენდობიან და სხვა როგორ უნდა ენდოს. ეს არ არის ადამიანი, რომელსაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ენდო. ამიტომ, ამ ხელისუფლების პირობებში ამ პრობლემის მოგვარება გამორიცხულია. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სოროსმა იყიდა საქართველოს ხელისუფლება. სოროსის სრულუფლებიანი წარმომადგენელი არის თავისუფლების ინსტიტუტი და გიგა ბოკერია და ის მართავს საქართველოს.
სააკაშვილი კი არის მათი ხერხი. ისინი სააკაშვილს აძლევენ ხელისუფლებას და სააკაშვილი მათ აძლევს უფლებას, რომ გაატარონ თავისი პოლიტიკა. სააკაშვილი მხოლოდ განცხადებებს აკეთებს. პოლიტიკას კი გიგა ბოკერია ქმნის. ეს არის დღევანდელი რეალობა. არის სხვა ჯგუფებიც, რომლებიც უკვე არა პოლიტიკურ, არამედ საყოფაცხოვრებო გარიგებაში იმყოფებიან. არველაძეს, ნოღაიდელს, ყველას მხოლოდ ბიზნეს-ინტერესი ამოძრავებთ. არველაძეს და ნოღაიდელს ოღონდ ფული აკეთებინე და რაც გინდა, ის გიქნია. ბოკერიას კი ასეთი ხალხი სჭირდება და ამიტომ ასე შეთანხმებულად მოქმედებენ.
გოგა ხაინდრავა: რაღაც ეტაპზე სანაკოევთან ხელშეკრულებას გააფორმებენ და გამოაცხადებენ - ცხინვალის რეგიონის საკითხი გადაწყვეტილიაო. ეს ნიშნავს
რაც ზემო აფხაზეთის გათავისუფლებას ნიშნავდა, რომელზეც პრეზიდენტი ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა, რომ თურმე აფხაზეთის გათავისუფლება დაწყებულა -
ზემო აფხაზეთში შევედით და ახლა დარჩა ქვემო აფხაზეთში შესვლა. ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში ზუსტად იგივეს იტყვიან: ზემო ცხინვალის რეგიონი გათავისუფლებულია და დარჩა ქვემო ცხინვალის რეგიონი, რომელიც წუთი-წუთზე გათავისუფლედებაო. მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარებას არ გამოვრიცხავ, რადგან სააკაშვილის და მისი ხელისუფლების ბოლო ნაბიჯები სწორედ ამაზე მეტყველებს, როცა ყველაფერი საჩვენებლად კეთდება და არა პრობლემის ძირეულად და რეალურად მოსაგვარებლად.
"მ.კ": როგორც ოპონენტები ამბობენ, ეს ხელისუფლების სტილია.
გ.ხ: რა თქმა უნდა, ასეა, ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან, ასფალტის დაგებისა არ იყოს. 2004 წლის ზაფხულში ასფალტი დაიგო. ახლა მესამე ზაფხული თავდება და ერთი მეტრი გზა არ დაგებულა და რატომ, იცით. იმიტომ, რომ ეს
ყველაფერი არჩევნების წინ, ასე ვთქვათ, აფეთქდება. უნდა ნახოთ, აქ რა ამბავი დატრიალდება - ისეთი ბუღი იქნება, მანქანები ვერ ივლიან; ყოველი ფეხის ნაბიჯზე ნახავთ წარწერას: ძალიან დიდი ბოდიში, რომ გაწუხებთ, მაგრამ სათქვენოდ გაწუხებთ, რადგან გზას გიკეთებთ, წყალს გიკეთებთ და ა.შ. აუზებს გააკეთებენ და შემდეგ, მოსახლეობა კარგად თუ მოიქცევა, შიგ წყალსაც ჩაუსხამენ. "მ.კ": ანუ, სანაკოევის ფიგურაზე აქცენტის გადატანა გაუმართლებლად მიგაჩნიათ.
გ.ხ: ეს არახალია, ამგვარ მეთოდებს კაცობრიობა დიდი ხანია, იყენებს. მაშინ, როცა ყველაფერზე უარს ამბობ, როცა შენს ქმედებაში არანაირი პოზიტიური არ არის, არანაირ კომპრომისზე არ მიდიხარ და არაფერზე მზადყოფნას არ აცხადებ, ცხინვალის რეგიონისმაგვარ ადგილას, როგორც წესი, სხვა ლიდერები ჩნდებიან. ამ საქმეს მერაბიშვილი უნდა მოსცილდეს, რადგან მისი ფიგურა ცხინვალის რეგიონის საზოგადოებაში ძალიან უარყოფითად აღიქმება.
გ.ხ: ბატონმა ნოღაიდელმა "სამხრეთ ოსეთი" თავის ბაღ-ბოსტანს დაარქვას, ქობულეთის მიდამოებში. რას ჰქვია "ეს საკითხი გადაწყვეტილია". ვინ მისცა უფლება ზურაბ ნოღაიდელს, გადაწყვიტოს, რა ერქმევა ცხინვალის რეგიონს.! ამის გაკეთება ნიშნავს ჩვენი მომავლის წინააღმდეგ ძალიან დიდი ნაღმის ჩადებას. მესმის, რომ იქ ევროპული ტიპის ავტონომია უნდა იყოს, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც ზომა უნდა იყოს დაცული,
რადგან საქართველოში სხვა პრობლემებიც გვაქვს, რაც ცხინვალის რეგიონის პრობლემასთან გაწონასწორებული უნდა იყოს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენი შეცდომები უნდა ვაღიაროთ და დასკვნები აქედან გამომდინარე გავაკეთოთ.
ისეთი ნაღმების ჩადება არ შეიძლება, რომლებიც მომავალ საქართველოს მხოლოდ იმისთვის ააფეთქებს, რომ ხელისუფლებაში ყოფნის ამწუთიერი ამოცანები გადავწყვიტოთ.
სააკაშვილი ოქრუაშვილს როცა უნდა, მაშინ დაიჭერს. რომ გითხრათ ამის გამო დიდი ვაი-ვიში ატყდება-მეთქი, მართალი არ ვიქნები, რადგან ამ ფაქტს დასავლეთიც მშვენივრად მიიღებს, რუსეთიც და სხვებიც. ამიტომ, თუ ოქრუაშვილი სააკაშვილთან რეალურად დაპირისპირებას გადაწყვეტს, ეს მისთვის ძალიან რეალური საფრთხე იქნება.მ.კ": და რეალურად დაუპირისპირდება ოქრუაშვილი სააკაშვილს.
გ.ხ: ვფიქრობ, სხვა გამოსავალი არ აქვს.
"მ.კ": დაპირისპირებას ოქრუაშვილის ციხეში წასვლა შეიძლება მოჰყვეს.
გ.ხ:
ოქრუაშვილი ციხეში ყველა ვარიანტში წავა. შეიძლება ასე უფრო მეტი მხარდამჭერი აღმოაჩნდეს. ვიმეორებ, ეს არ არის ის ხელისუფლება, რომლის წევრებსაც ერთმანეთთან ცივილურად ლაპარაკი შეუძლიათ, ესენი კაციჭამიები არიან.
ყველა ხედავს, ვინაა სააკაშვილი და რას წარმოადგენს მისი ხელისუფლება, მაგრამ ხალხს იმდენად სჯეროდა და იმდენად იმედი ჰქონდა, რომ ჩვენ მართლა ცივილიზებული ქვეყნის მშენებლობას ვიწყებდით, ახლა უჭირს, საკუთარ თავს გამოუტყდეს და გაუმხილოს, რომ ეს იყო აქამდე დაშვებულ შეცდომათაგან ყველაზე დიდი შეცდომა, მაგრამ ასეთი განწყობით ყოფა დიდხანს არ გაგრძელდება.http://www.opentext.org.ge/07/resonance/203/203-4.htm
ის დღე როდესაც შენი სოფელი ავაოხრე, ოჯახი დაგიწიოკე, სახლ-კარი გადაგიწვი, შენი ცხოვრების შემობრუნების წერტილი იყო. ჩემთვის კი იყო, სამშაბათი.------ძლიერი იუზერი ისააა, რომლის დაპოსტილის შემდეგ ფ ო რ უ მ ზ ე სიჩუმე ჩამოვარდება, შემდეგი იუზერი კი ფიქრობს რა დაპოსტოს ან დაპოსტოს თუ არა....