მოგესალმებით!
თავიდანვე მოდერები რომ არ გავანაწყენო ვიტყვი რომ "იესლი ჩტო ნი ტაკ" ბოდიში მომითხოვნია

მაგრამ რადგანაც აქ კონსულტაცია მინდა და არა კონკრეტულად განცხადება წიპა "ხალხო, არავის გაქვთ გასაყიდად ელექტრო გიტარა?" ამიტომ ცალკე თემა გავხსენი.
ესეიგი რა ხდება. მინდა ელექტრო გიტარის შეძენა. აკუსტიკურ გიტარაზე მაქვს გარკვეული, მცირე, მაგრამ მაინც გამოცდილება კლასიკური განხრით. ეხლა მინდა გადავიდე ელექტროზე. მინდა რამე მარტივი და შედარებით იაფი. ძვირი და სასწაული მერესთვის გადავდოთ

დაახლოებით რომ ვთქვათ სტილი უფრო მძიმესკენ ვიდრე მსუბუქისკენ ვიხდები. ანუ უფრო მეტად მისასალმებელია მეტალის ჟღერადობისკენ ინსტრუმენტი ვიდრე ბლუზის.
გამომდინარე იქედან რომ ელექტროგიტარებში ვერ ვერკვევი გადავწყვიტე თქვენგან ავიღო კონსულტაცია. სადღაც 300 ლარის ფარგლებში, +/- 50 ლარი რისი შეძენა შეიძლება, რისი შეძენა ღირს და რისი არა? სადაც გავიკითხე მუსიკალურ მაღაზიებში ყველგან ძირითადად Stratocaster-ი შემომთავაზეს ამ ფასში. არის რაიმე სხვა არჩევანი და თუ კი რომელს მირჩევთ?
პლიუს კიდე მაინტერესებს რითი ჯობია ვთქვათ 3 ზვუკასნიმაწელიანი 2 ზვუკასნიმაწელიანს (შეიძლება რამე დიდი სისულელე ვიკითხე და შემინდეთ

) და ა.შ. ანუ ძალიან მარტივად რას მივაქციო ყურადღება და როგორ შევარჩიო ამ ფასში ჩემი მოთხოვნილებებისთვის ელექტრო გიტარა.
გაითვალისწინეთ რომ ამ გიტარაზე უნდა ვიმეცადინო, მაგრამ პირველ ეტაპზე, ანუ ზოგადად ინსტრუმენტს გავეცნო, მედიატორის ტექნიკის შესწავლა დავიწყო და ა.შ. ნუ ეხლა გრიფი რომ სწორი უნდა იყოს და ლადები ნაკლებ-დაღრეცილი ეგ თავისთავად გასაგებია

ეგეთი ავადმყოფობები აკუსტიკურსაც და ელექტროსაც ერთი აქვთ.

კიდე მაინტერესებს კომბის ამბავში რა შეგიძლიათ მირჩიოთ, ასე 15 ვატის ფარგლებში. რა ჯობია. ვაფშე რამე პატარა ეფექტი თუ ექნება დისტორშენის რომ ცოტა გული მოვიფხანო მთლად გადასარევი, თუ არა და ეგეც არაა პრობლემა.
აბა ჰე, ველი პროფესიონალთა ან არაპროფესიონალთა რჩევებს

P.S. განცხადებები წიპა "აგერ მაქ მაგარი გიტარა ბრატ, ამერიკიდანაა ჩამოტანილი, მაგრა მიტყდება მარა თავანი მაქ და მეჩქარება გაყიდვა, მაგარ ვიდზეა!" არ მიიღება.