The Simpsons Movie
რეჟოსორი: დევიდ სილვერმენი
სცენარი: მეტ გროენინგი, ჯეიმს ელ ბრუქსი
ჟანრი: ანიმაცია / კომედია
ტაგლაინი: გაიცანით ჩვენი ოჯახი. და სხვა თვალით შეხედეთ თქვენსას

როგორც იქნა! აღსრულდა ის, რასაც უკვე ბოლო 1 წელია ველოდები - მას შემდეგ რაც სიმფსონების დიდ ეკრანზე გადატანის შესახებ გავიგე ინფო

ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იყო დღეს დილით, როდესაც ბიტკომეტმა 100% დაწერა და ამერიკის ეკრანებზე 5 დღის წინ გამოსული The Simpsons Movie უკვე ჩემს კომპიუტერში იყო ჩამოტვირთული

ნანახმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. უნდა ვაღიარო - მეშინოდა. მეშინოდა, ვაი თუ არ გამოვიდეს სასაცილო, ვაი თუ არ მომეწონოს-მეთქი… მაგრამ მაგარი იყო! ძალიან მაგარი!

პრინციპში, თავიდანვე სწორი მოლოდინით უნდა დაიწყო ამ ფილმის ნახვა - უნდა უყურო ისე, თითქოს სიმფსონების მორიგ სერიას უყურებ, ოღონდ დიდ ეკრანზე, პოპკორნითა და კოკა-კოლით ხელში და, თანაც, ყველაზე მაგარ სერიას, რაც კი აქამდე გადაღებულა!
იმის შიში ნამდვილად იყო, და არამარტო ჩემში, რომ სცენარი სუსტი გამოვიდოდა. 18 წლის შემდეგ ბოლობოლო გადაწყდა სიმფსონების სრულმეტრაჟიანი ვერსიის გადაღება და ცოტა იყო იმის შანსი, რომ ყველაზე გემრიელი ისტორია ფილმისთვის შემოენახათ. ძირითად პლოტს ფოქსი ბოლომდე საიდუმლოდ ინახავდა. პრემიერამდე სულ ცოტა ხნით ადრე გახდა ცნობილი, რომ ფილმის მოქმედება ჰომერის დანაშაულის გარშემო განვითარდებოდა, რომელმაც მთელი სპრინგფილდი დაღუპვის საფრთხის წინაშე დააყენა. ამ ინფორმაციამ კიდევ უფრო ამანერვიულა - ათეულობით სერია ყოფილა მსგავს პრინციპზე აგებული… თუმცა, შიშები საბედნიეროდ არ გამართლდა

გროენინგმა და მისმა ჯგუფმა მართლაც ხუთიანზე გაართვეს თავი საკმაოდ რთულ ამოცანას - შეექმნათ სიმფსონების საუკეთესო სერია, დიდი სერია, რომელიც 18 წლის მანძილზე გადაღებულ 400 ეპიზოდზე სანახაობრივი და დასამახსოვრებელი იქნებოდა.
ინგლისურ ენაზე გაიჩითა უკვე საკმაოდ ხარისხიანი telesync.
ჩამოტვირთვა შეგიძლიათ აქედან.
აი ლავ ზის ფემილი!