#32280214 · 25 Jul 2012, 16:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნოტარიუსთა პალატისა და იუსტიციის სახლის ვებგვერდებზე განთავსებულია ბანერი „დაგეგმე ვიზიტი ნოტარიუსთან“. აღნიშნული ბანერის მეშვეობით მოქალაქე შედის სპეციალურ პროგრამაში (სადაც მითითებულია საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ნოტარიუსის კოორდინატები) და მოიძიებს ნოტარიუსს. პროგრამა საშუალებას იძლება, მომხმარებელმა მოიძიოს იმ პერიოდისთვის თავისუფალი ნოტარიუსი, ან დაელოდოს, როდის გათავისუფლდება მისთვის სასურველი ნოტარიუსი და ინტერნეტით შეუთახმდეს ვიზიტზე. თუკი ნოტარიუსიც დაადასტურებს, რომ მოქალაქის მიერ პროგრამაში მითითებულ დროს შეუძლია მისი მიღება, მოქალაქეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისდის შეტყობინება ვიზიტის თაობაზე. მოქალაქე შეტყობინებას იღებს მეორეჯერაც, დაგეგმილ ვიზიტამდე ერთი საათით ადრეც. ამასთან, თუკი ნოტარიუსმა შეცვალა ვიზიტის დრო, ამის შესახებაც მისდის შეტყობინება მოქალაქეს. გამორიცხულია ერთი და იგივე დროს ერთზე მეტი ვიზიტის დაგეგმვა. ელექტრონული პროგრამა იმის საშუალებასაც იძლევა, რომ მოქალაქეთა ვიზიტები დროში არ დაემთხვეს. [B][/B]
|