მერიას სააკაძის მოედანზე კერძო მესაკუთრისთვის ქონების ჩამორთმევის უფლება მიენიჭა სააკაძის მოედანზე, “შრომის სასახლის” მიმდებარედ, ანდრეი ცუძინოვიჩის საკუთრებაში არსებული 1270 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის შესახებ, თბილისის მერია ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, 2007 წლის 30 ივლისს გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის #455-ე ბრძანებულება “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქ. თბილისის მერიისათვის
ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ”.
“ბრძანებულებაში დასაბუთებულია სააკაძის მოედანსა და შარტავას ქ. #7-ში მდებარე შენობას შორის არსებული ტერიტორიის სატრანსპორტო საშუალებათა პარკირებისათვის გამოყენების გარდუვალობა”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, შარტავას ქ. #7-ში მდებარე შენობაში ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციისა და საქალაქო სამსახურების განთავსებით საგრძნობლად იზრდება შენობის მიმდებარე ტერიტორიის ფუნქციური დატვირთვა, რაც შესაბამისად გამოიწვევს ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობის გაზრდას და სატრანსპორტო საცობის წარმოქმნას. აღნიშნულის გათვალისწინებით, გეგმარებითი თვალისაზრისით დედაქალაქის თვითმმართველობის ორგანოს სრულყოფილი ფუნქციონირებისა და შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგების მიზნით, ხელისუფლების აზრით, აუცილებელია სააკაძის მოედანსა და შარტავას ქ. #7-ში მდებარე შენობას შორის არსებული ტერიტორია გამოყენებულ იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირებისათვის.
მერიის ინფორმაციით,
საექსპროპრიაციო ქონება წარმოადგენს თავისუფალ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ფართით - 1270 კვ. მეტრი, მესაკუთრეა - ანდრეი ცუძინოვიჩი და ქონება უფლებრივად არ არის დატვირთული.
თუმცა, უცნობი რჩება, აპროტესტებს თუ ეთანხმება თავად ანდრეი ცუძინოვიჩი პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას.
სამშენებლო კომპანია “თბილისის” წარმომადგენელთა თქმით, ანდრეი ცუძინოვიჩი სააკაძის მოედანთან საერთოდ არ უნახავთ.
“ჩვენ მერიისთვის ახალ შენობას ვაშენებთ. ამდენი ხანია აქ ვმუშაობთ და ცუძინოვიჩი საერთოდ არ გამოჩენილა. მერია “შრომის სასახლეში” გადმოდის. “შრომის სასახლეს” ეკუთვნოდა ის მიწის ნაკვეთიც, რომელიც შემდგომ პროფკავშირებმა კერძო პირზე გაყიდეს, თუმცა ეს არ იყო ცუძინოვიჩი. სხვა პირია, რომელიც ხმას ვერ იღებს. ცუძინოვიჩი უბრალოდ ჩანს, თორემ სულ სხვა პირს ეკუთვნოდა”,-განაცხადა კომპანიის თანამშრომელმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, გარდა ასეთი გადაწყვეტილებისა. “მთელი საქალაქო სამსახურები აქ გადმოდიან. “შრომის სასახლის” ეზო ხომ მაინც უნდა ყოფილიყო მანქანების დასაყენებლად. უგულავასთვის კი პერსონალური შესასვლელი და ავტოფარეხი კეთდება, მაგრამ სხვა ავტომანქანებისთვის ავტოპარკი საჭირო იყო”,-აღნიშნა მან.
“ინტერპრესნიუსი”
http://inews.internet.ge/stat_relatives.ht...07-08-21&stat=5ექსპროპრიაცია [ფრანგ. expropriation] – 1. (სამართ.). სახელმწიფო ხელისუფლების მიერ ქონების იძულებითი ჩამორთმევა (სასყიდლის მიცემით ან უსასყიდლოდ).
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/