ამ ბოლო დროს ვინდოუსის ინსტალაცია ძალიან ხშირი საკითხია და ძალიან ბევრი თემები იხსნება ამასთან დაკავშირებით. ამიტომ გადავწყვიტე დაწვრილებით დამეწერა მისი ინსტალაციის ნაბიჯები.
თუ დამატებითი კითხვები იქნება ვინდოუსის ინსტალაციასთან დაკავშირებით ამ თემაში განვიხილოთ და ნუღა გავხსნით ახალ-ახალ თემებს.
გაფრთხილება!
ინსტალაციის დაწყებამდე C დისკზე არსებული ყველა აუცილებელი დოკუმენტი უნდა იყოს შენახული სხვა პარტიციაზე ან სხვა დისკზე..
წინააღმდეგ შემთხვევაში C დისკზე არსებული ყველა ინფორმაცია დაიკარგება!
მუქად და წითლად ავღნიშნავ იმ პარამეტრებს რომლის არჩევაც ხდება ნაგულისხმევად ვინდოუსის ინსტალაციისას!
ვაყენებთ Windows XP-ის როგორც იტყვიან Step-by-step:
1. ჩავდოთ Windows XP-ს საინსტალაციო დისკი დისკწამყვანში;
2. ბიოსიდან მივუთითოთ პირველ ჩამტვირთავად კომპაქტ-დისკი (ანუ CD-ROM) და გადავტვირთოთ კომპიუტერი;
3. გამოვა ლურჯი ეკრანი და დაიწყება შემოწმება რის შემდგომაც ვიხილავთ ჩამონათვალს:
• ახალი ვინდოუსის დასაყენებლად დააჭირეთ კლავიშს ENTER
• ვინდოუსის განახლებისათვის დააჭირეთ კლავიშს R
• ინსტალაციის შეწყვეტა F3
4. ეკრანზე გამოვა ლიცენზიის შეთანხმების წესები:
• ეთანხმებით კლავიში F8
• არ ეთანხმებით კლავიში ESC
• ლიცენზიის შემდეგი გვერდის წაკითხვა კლავიში PAGE DOWN
5. ვერსიის ტიპი:
• არსებული ვინდოუსის განახლება R
• ახალი სისტემის ინსტალაცია ESC
6. პარტიციის არჩევა:
• არსებულ პარტიციაზე კლავიში ENTER
• ახალი პარტიციის შექმნა კლავიში C
• არსებული პარტიციის წაშლა კლავიში D
7. დასტური არჩეულ პარტიციაზე:
• ნამდვილად არჩეულ პარტიციაზე ინსტალაცია კლავიში C
• პარტიციის შეცვლა კლავიში ESC
8. არჩეული პარტიციის დაფორმატების ტიპები:
• NTFS (Quick)
• FAT (Quick)
• NTFS
• FAT
• უცვლელად დატოვება
აირჩიე სასურველი ვარიანტი და დაჭირეთ ENTER კლავიშს
9. დასტური ფორმატირებაზე:
• დაფორმატება F
• სხვა პარტიციის არჩევა ESC
წავა არჩეული პარტიციის ფორმატირება, შემდეგ ინსტალაციისათვის საჭირო ფაილების კოპირება და ამის შემდეგ კომპიუტერი გადაიტვირთება.
ამის შემდეგ აუცილებლად უნდა ჩაიტვირთოს არა კომპაქტ-დისკიდან, არამედ მყარი დისკიდან. წავა ინსტალაცია, რომლის სავარაუდო დრო არის დაახლოებით 20-40 წუთი.
10. Regional and Language Options:
Customize --> Language --> ჩასვით თოლია: Install files for complex script and right-to-left languages (Including Thai) ველში --> OK --> OK -->Next
Advanced -->პირველ ზოლში დააყენეთ Russian
11. შეავსეთ ორი ველი სასურველი ინფორმაციით და დააჭირეთ ღილაკზე NEXT;
12. შეიყვანეთ მიმდინარე სიიდან პროგრამის ნებისმიერი კოდი:
V2C47-MK7JD-3R89F-D2KXW-VPK3J
BF2YB-2QRTH-B6776-MYTXD-BRBJB
FBWKB-MMWG6-379BF-FJBRD-G7R2D
DDBHM-768GX-CHRM3-GMGV8-3JQP8
H3W42-2MQGJ-M4P3H-RG8RQ-FJ9R3
VX4TK-288T7-6GD48-FFWGC-H6YMJ
T4V6W-4936K-Y4M6F-JX8CK-8YGT6
TFDDM-93K9B-CMDR7-4MPD4-RVHPG
QJ2H9-GQRCG-CGJ2Q-FDKJP-FFYTD
XRBPQ-8C27R-TPCVT-PMQY2-VV6G6
TW7G8-VVVY9-H63DD-QRFYW-XT63D
K34RV-PJHDR-8K7PQ-2Q6TV-C9YB3
Q2C69-QXRTB-F79YP-MV8WF-R287G
VP8YB-G6YXR-WRG4G-P2734-7T2QW
JRXCG-GVXMC-G762K-PM8GC-DVYYB
PGJTC-3VX2M-8GV9G-4WTM8-RYH46
DCPVH-B6PTJ-X6MPT-V49CV-HX4V8
და დააჭირეთ დააჭირეთ ღილაკზე NEXT;
13. შეიყვანეთ კომპიუტერის ახალი სახელი ან დატოვეთ არსებული, ასევე სურვილისამებრ დააყენეთ კომპიუტერის ადმინისტრატორის პაროლი ან დატოვეთ ცარიელი და დააჭირეთ ღილაკზე NEXT;
14. Date and Time Settings ფანჯარაში Time Zone ველში აირჩიეთ დროის სარტყელი: (GMT +04:00) Baku, Tbilisi, Yerevan და დააჭირეთ ღილაკზე NEXT;
15. Networking Settings ფანჯარაში აირჩიეთ:
• Typical settings
• Custom settings
და დააჭირეთ ღილაკზე NEXT;
თუ თქვენი კომპიუტერი არ არის დომენის წევრი დატოვეთ ქსელის ჯგუფი როგორც არის ანუ WORKGROUP, ხოლო თუ იგი დომენის წევრია აკრიფეთ დომენის სახელი შესაბამის მეორე ველში და დააჭირეთ ღილაკზე NEXT;
16. ამის მერე ინსტალაცია რამდენიმე წუთში დასრულდება და კომპიუტერი გადაიტვირთება;
17. პირველი ჩატვირთვისას მიყევით ინსტრუქციას შემდეგი ბიჯებით:
Next --> Skip --> No, not at this time --> Next --> User name ველში ჩაწერეთ მომხმარებლის სასურველი სახელი --> Next --> Finish
ამ ბიჯების შესრულების შემდგომ ჩაიტვირთება ვინდოუსი და თქვენს თვალწინ გადაიშლება Windows XP-ის სტანდარტული მინდორი
გილოცავთ, თქვენ წარმატებით დაასრულეთ Windows XP-ის ინსტალაცია!!
mariquitaთამუნას ეკუთვნის ეს

ნახე და ისწავლე