http://rustavi2.com/news/news_textg.php?id...m=main&ct=&wth=იოანე 13
16. და ყვნეს ყოველნივე - მცირენი და დიდნი, და მდიდარნი და გლახაკნი, და აზნაურნი და მონანი, - რაჲთა მიიღონ ბეჭედი ჴელსა მათსა მარჯუენესა ზედა, ანუ შუბლსა ზედა მათსა. 17. და რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდის სყიდად, ანუ განსყიდად, გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი სახელისა მჴეცისა მის, ანუ რიცხჳ სახელისა მისისაჲ. 18. აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაჲ, აღიპყარნ რიცხჳ იგი მჴეცისაჲ, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს რიცხჳ მისი ექუსას სამეოც და ექუს.
იოანე 14
9. და სხუაჲ ანგელოზი მესამე შეუდგა მას და იტყოდა ჴმითა დიდითა: რომელმანცა თაყუანის-სცეს მჴეცსა მას და ხატსა მისსა და მიიღოს ბეჭედი შუბლსა მისსა, ანუ ჴელსა მისსა, 10. მანცა სუას ღჳნისა მისგან გულისწყრომისა ღმრთისა, რომელი-იგი წდეულ არს ურწყულად სასუმელსა მას შინა რისხვისა მისისასა, და იტანჯოს ცეცხლითა და წუმწუბითა წინაშე წმიდათა ანგელოზთა და წინაშე კრავისა. 11. და კუამლი ტანჯვისა მისისაჲ უკუნითი უკუნისამდე აღვიდოდის, და არა აქუნდეს განსუენებაჲ დღე და ღამე, რომელთაცა თაყუანის-სცენ მჴეცსა მას და ხატსა მისსა, ანუ მიიღონ ბეჭედი სახელისა მისისაჲ. 12. აქა არს მოთმინებაჲ წმიდათაჲ, რომელთა დაიცვნენ მცნებანი ღმრთისანი და სარწმუნოებაჲ იესუჲსი.
იოანე 16
2. და ერთი იგი წარვიდა და დასთხია ლანკნაჲ თჳსი ქუეყანასა ზედა, და იქმნა შალალი ბოროტი კაცთა ზედა, რომელთაცა აქუნდა ბეჭედი იგი მჴეცისაჲ მათ ზედა; და თაყუანის-სცემდეს ხატსა მისსა.
საცალო მოვაჭრეების წინაშე წარსულში დადგა პრობლება აღერიცხათ ათასობით დასახელების პროდუქცია ვინაიდან ყოველ მათგანს ჰქონდა საკუთარი სერთიფიკატი, სადაც მითითებული იყო საქონელის დასახელება, წარმოების ადგილი, წონა, გაბარიტები და ა.შ. ამიტომაც გადაწყდა გამოყენებულიყო მეცნიერული მიღწევები და სრული ინფორმაცია პროდუქციის შესახებ "ჩაწერილიყო" შტრიხ-კოდების ფორმით, რომლის წაკითხვასაც თავის მხრივ საკასო აპარატი შესძლებდა. ავტომატური იდენტიფიკაცია ახორციელებს ავტომატურ გაშიფრვას, დამუშავებას და გადაგზავნას იმ ინფორმაციის, რომელიც ჩადებულია შტრიხ-კოდში. შტრიხ კოდების შემოღებამ გაადვილა ინფორმაციის ზუსტი, სწრაფი და უბრალო გადაცემა იმ ობიექტებზე, რომლებიც საჭიროებენ ყოველდღიურ კონტროლს. შტრიხ-კოდის მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივია: იგი შედგება თეთრი და შავი ზოლების მონაცვლეობისგან რომლებიც შეესაბამებიან მათ ქვემოთ მიწერილ ციფრს. ციფრების კომბინაცია ატარებს კიდევაც ინფორმაციას ამა თუ იმ პროდუქციაზე. გაყალბების თავიდან აცილების მიზნით შტრიხ-კოდში ჩადებულია დამცავი კოდირების სისტემა - უცვლელი სამი ციფრის სახით, რომელთა მნიშვნელობა გრაფიკულად გამოისახება ორი გრძელი ზოლით, ხოლო რიცხობრივად 6-6-6. ანუ შტრიხ კოდში ნებისმიერი რიცხვის შეცვლა (ჩადებული ინფორმაციის მიხედვით) დასაშვებია გარდა სამისა, რომელთაც ევალებათ გაყალბების საფრთხის მოხსნა. სკანერი "კითხულობს" შტრიხ კოდს და ინფორმაციას კომპიუტერული ენით, ანუ ნულიანებით და ერთიანებით, აგზავნის კომპიუტერში, სადაც უკვე მიმდინარეობს მათი დამუშავება. კომპიუტერი ახდენს შემოსული ინფორმაციის გადამუშავება -მათემატიკური გარდაქმნებით ამოწმებს კოდის სიყალბეს და ათვლის წერტილის სახით იყენებს უცვლელ ციფრებს ანუ 6 6 6. საქმე იმაში მდგომარეობს რომ ციფრების შტრიხ-კოდში თავიდანვე ისეთი კომბინაციით იწერება, რომ მათმა დამუშავებამ მოგვცეს ის შედეგი რომლის გამოყვანაც მხოლოდ და მხოლოდ შტრიხკოდში მითითებული კანონზომიერებითაა შესაძლებელი.
მეორე თაობის შტრიხკოდები ბევრად დახვეწილია პირველზე, თუმცა იგივე პრინციპით მუშაობენ. ზემოთ მოყვანილია რომ შტრიხ-კოდში ჩადებული ინფორმაციის წასაკითხად საჭირო იყო ე.წ სკანერი რომელსაც მის ზედაპირზე გადაატარებდნენ, რომელიც თავის მხრივ კომპიუტერს უკავშირდებოდა. ამ შემთხვევაში კი ადამიანი უფრო შორს წავიდა - შტრიხ კოდი გახადეს აქტიური რაც იმას ნიშნავს რომ იგი განსაზღვრულ სიხშირეზე გამოსცემს ელექტროტალღებს რომელსაც კომპიუტერი აღიქვავს დისტანციაზე. საინფორმაციო გამოშვებაში კაცობრიობას ახარეს სიახლის შესახებ - თქვენ ყიდულობთ აქტიურ შტრიხკოდიან პროდუქტს, დებთ მაცივარში რომელიც მინიკომპიუტერია განთავსებული და მაცივარზე დამონტაჟებული თხევადკრისტალიანი ეკრანი გეუბნებათ რა სახის პროდუქციას ინახავთ, რა რაოდენობით, როდის გადის ვადა და. ა.შ.
წყარო www.ean.ru
აზრი ობიექტებზე ინფორმაციის სწრაფმა მიღებამ განვითარება განიცადა და ქვეყანას მოევლინა ე.წ. ჩიპ ტექნოლოგია. პრინციპი აქაც იგივე დარჩა მაგრამ გაიზარდა შესაძლებლობები. ინფორმაციის მიღება წყაროდან (მიკრო ჩიპიდან) შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, შესაძლებელია დაადგინო წყაროს ადგილმდებარეობა, საშუალება გაქვს წყაროზე დატიო ამომწურავი ინფორმაცია ობიექატის შესახებ. კოდირების სისტემა, იგივეა ტექნოლოგია და შესაძლებლობები ბევრად მაღალი. "ნტვ-ეს" საინფორმაციო გამოშვებაში, დსთ-ს ქვეყნების მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც აპირებენ შინაური ცხოველების საზღვარზე გადაყვანას, გააფრთხილეს ცხოველებისთვის სავალდებულო პროცედურის შესახებ რომელიც გულისხმობს ჩიპის ჩანერგვას. ჩიპში იმდენად დიდი ინფორმაცია შეიძლება მოექცეს რომ მას შეუძლია შეცვალოს პასპორტი, სოციალური ბარათი, საკრედიტო ბარათი, გასაღები და.ა.შ.
წყარო
http://www.membrana.ru/themes/chips/ მოტივს, რის გამოც ეს მოხდება, არ უწოდებენ "ადამინის დამონებას, დაღდასმას და. ა.შ" არამედ - ადამიანის სრულყოფილ იდენტიფიკაციას შეზღუდული რესურსების სამართლიანი განაწილების მიზნით. "17. და რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდის სყიდად, ანუ განსყიდად, გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი სახელისა მჴეცისა მის, ანუ რიცხჳ სახელისა მისისაჲ." რატომღაც არავინ აქცევს ამ სიტყვებს ყურადღებას - თუ დღეს პროდუქციის ხარისხის და მოძრაობის კონტროლისთვის შტრიხ-კოდს იყენებენ რატომაც არ უნდა გააკონტროლონ ის ვინც პროდუქციას ყიდულობს ან ყიდის. დედამიწის რესურსები ამოწურვადია ხოლო ადამიანი უკონტროლოდ მრავლდება. მაქსიმუმ 50 წელში ადამიანი ამოწურავს ნავთობს, ალუმინს, ნახშირს, ურანს და ა.შ. მარაგს. ადამიანის საარსებო გარემო სულ უფრო პატარა გახდება. რეაქცია - მოხდეს საარსებო რესურსების სრული გაკონტროლება.
infinity...