საქართველო-ირლანდიახუთშაბათ ღამით ჩვენი საირლანდიო რაზმი გამოქვეყნდა. არგენტინასთან ომის შემდეგ ოთხი დღის თავზე რომ ვრაგბობთ, უფროსობა ასვენებს ბირთვს და თამაშს მეორე ნომრებს აწყებინებს. ძირითადთაგან 15-ეულში დარჩნენ მხოლოდ კაპიტანი ილია ზედგინიძე, მამუკა გორგოძე, გიორგი ჩხაიძე და მეკო კვირიკაშვილი.
ირლანდიამ რაზმი სამშაბათსვე, პუმებთან ქართველთა შებმამდე ჩამოწერა. მასში ერთადერთი ცვლილებაა: მუხლ-მორჩენილმა შეინ ჰორგანმა ენდრიუ თრიმბლი ამოაგდო და გიორგი შკინინის პირისპირ აღმოჩნდა. ბრაიან ოდრისკოლის დაჭერა რეზო გიგაურს დაეკისრა, გორდონ დარსისა - დავით კაჭარავას, კიკერობაში კი მეკოს ვინძლო ოთარ ბარკალაია შეეხიდოს.
ირლანდია: დემფსი ჰორგანი ოდრისკოლი კაპ დარსი ჰიქი (10-9) ოგარა სთრინგერი / ჰორანი რ.ბესთი ჰეისი; ოკალაჰენი ოკონელი; ისთერბი დ.ვოლესი ლიმი (მრქ) მერფი პ.ვოლესი ბოსი / ფლენერი ს.ბესთი; ოქელი ნ.ბესთი
საქართველო: ბარკალაია, ელიზბარაშვილი, გიგაური, კაჭარავა, შკინინი, (10-9). კვირიკაშვილი, სამხარაძე, მაგრაქველიძე, შველიძე, კოპალიანი; ზედგინიძე კაპ გორგოძე; ი.მაისურაძე ურუშაძე, ჩხაიძე (მრქ) ელოშვილი, ურჯუკაშვილი, აბუსერიძე / ა.გიორგაძე, ხინჩაგიშვილი; დათუნაშვილი, ზ.მაისურაძე
რეფ ბარნსი (ინგ) კიდ: ჩენგლენგი (შტლ) მარკსი (ავს) ვიდ კვესტა (არგ)
15 სექტემბერი. ბორდო
23:00 საქართველოს დროით
[SIZE=14]
აბა იმედია დღეს მაინც ვიხილავთ საქართველოს მიერ დადებულ ლელოს

მე ამის დიდი იმედი მაქვს
აბა თქვენ რა აზრის ხართ ამ თამაშზე???
This post has been edited by GURAMI19 on 15 Sep 2007, 20:14
ადამიანი მაშინ რწმუნდები სამშობლოს სიყვარულში, როდესაც მის ფარგლებს გარეთ იმყოფები © GURAMI19
მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს. © მუხრან მაჭავარიანი
Life is full of difficult decisions !!!