nbay
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1420
წევრი No.: 38122
რეგისტრ.: 12-July 07
|
#6450251 · 21 Aug 2007, 16:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სააკაშვილს მკაფიოდ უთხრეს, შენ ხარ ჩვენი მძევალი, თუ გინდა, იყო ხელისუფლებაში, იყავი ჩვენი მარიონეტი
პაატა ზაქარეიშვილი: მას უნდა თავის მოწონება და იმ ფაქტის გაბითურება, რაც მოხდა გორის სიახლოვეს. ფაქტია, რომ ბევრი რამე უცხოელებისათვის დამაჯერებლად არ ჩანს. რაც მთავარია, მათ მიაჩნიათ, რომ არ უნდა განადგურებულიყო რაკეტა თუ ბომბი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო სერიოზული სამხილი. იარაღის რუსული წარმომავლობა არაფერზე არ მეტყველებს. მთავარია, გაირკვეს სერია და ნომერი, რომლითაც მოხდება დადასტურება იმისა, რომელი საწყობიდანაა იარაღი აღებული. თუ განადგურდება ეს დანადაგრი, მარტო ტელევიზიით ნაჩვენები კადრები არაა საკმარისი. ქართველმა ძალოვნებმა რომ გაანადგურეს ფაქტები, არაკომპეტენტურად მოიქცნენ. ამით სალაპარაკო მისცეს რუსებს და თუნდაც იგივე უცხოელებს.
"რ": რატომ მოხდა ფაქტების განადგურება.
პ.ზ: უკეთეს შემთხვევაში არაკომპეტენტურობის გამო. უარეს შემთხვევაში ძალოვან უწყებებში არიან აგენტები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ, წაშლილიყო რუსული კვალი. ესაა მთელი უბედურება. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი ადამიანები იყვნენ ძალოვნებში. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს შსს-ში ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც მოსკოვიდან იმართება. სწორედ ამ ხალხმა გაანადგურა ეს ნივთმტკიცება, რომ შემდეგ რუსეთს ჰქონოდა სალაპარაკო. როდესაც რუსებმა გაიგეს, რომ განადგურებულია ნივთმტკიცება, ამის მერე დაიწყეს ასეთი უტიფარი და უზნეო განცხადებების გაკეთება.
სააკაშვილმა თქვა, ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა დისკოტეკების გახსნააო. მას არ უთქვამს, რომ იქნება დიალოგი. ეს არის უსუსური განცხადება და მეტი არაფერი. საინტერესოა, რატომ ავიწყდება საკუთარი განცხადება, რომ ჩვენ არა ვართ "რაგატკების" სახელმწიფო და, რომ ნებისმიერ შემოტევას საკადრისად ვუპასუხებთ.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის 40% ვიღაცის ჯიბეებში ნაწილდება. ეს ფული მიდის შესყიდვებში. აშკარად ჩანს, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი იქცა შავ ხვრელად. ფული მიდის სტუდენტების ყიდვაშიც. ბევრი დეპუტატი ვიცი, რესტორნებში პატიჟებენ სტუდენტებს, 100 და 200 დოლარებს ურიგებენ. ასეთი უამრავი ფაქტი არსებობს.
მე ვთხოვე ამ სტუდენტებს, ამოიღონ ხმა და თქვან სიმართლე, მაგრამ რატომღაც არ ამბობენ. კარიერაზე ფიქრობენ. მაგრამ ასეთი ფაქტები არის და მე ვიცნობ ამ ხალხს. ამ ვაი დეპუტატებსაც კარგად ვიცნობ, ოდესღაც ჩემი მეგობრები იყვნენ. სტუდენტებთან ტრაბახობენ, 100 დოლარი რა არის, თუ საჭიროა, 1000 დოლარსაც გადავიხდითო.
"რ": ამას სტუდენტებს ეუბნებიან.
პ.ზ: დიახ. მათ ეუბნებიან. საიდან აქვს მათ ეს ფული. ეს მოდის შავი ხვრელებიდან. ერთ-ერთი მსხვილი ხვრელი თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტია. საქართველოში საშინელი კორუფციაა ხელისუფლების ზედა ეშელონებში. ადრე ფულს ყველა ჯიბეში იდებდა, ახლა უკვე ფული მიდის პარტიულ სალაროში და მერე ნაწილდება. თუ ღირსი ხარ, მიიღებ ფულს, თუ არა ხარ ღირსი, ვერ მიიღებ.
"რ": რატომ უხდიან დეპუტატები სტუდენტებს ამ თანხას.
პ.ზ: იმისთვის, რომ სტუდენტობა იყოს მართვადი. მათ ჰპირდებიან თანამშრომლობას პარლამენტის აპარატშიც და ა.შ.
"რ": თქვენი ინფორმაციით, აიღეს სტუდენტებმა ეს თანხები უმრავლესობის მხრიდან.
პ.ზ: სამწუხაროდ, აიღეს. მაგრამ ახლა შეშფოთებულები არიან, არ იციან, როგორ მოიქცნენ.
"რ": როგორ ფიქრობთ, ეს ხომ არაა მათი მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი.
პ.ზ: წინასაარჩევნო კამპანია არ დამთავრებულა. ნებისმიერი კანონი, რომელიც იწერება გათვალისწინებულია არჩევნებისათვის. გაიხსენეთ უგულავას განცხადება რუსი ჯაშუშების დაკავების დროს. მას ამ საკითხთან კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ გააკეთა. აშკარად ხდება კომპეტენციების არევა და უფლებამოსილების გადამეტება. რაც მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანა იმართება საძმაკაცოთი. ამით ატყობინებენ საზოგადოებას, ჩვენ ასე ვმართავთ სახელმწიფოს და ფეხებზე გვკიდია, თქვენ რას იფიქრებთო. სააკაშვილმა გენიალური ფრაზა თქვა კახეთში: "რა კარგია, პრეზიდენტი რომ ხარ, რასაც იტყვი, ის კეთდებაო".
"რ": წითელუბნის დაბომბვის შემდეგ უფრო აქტუალური გახდა ხმები მერაბიშვილისა და კეზერაშვილს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ. შემთხვევის ადგილზე არ მისულა თავდაცვის მინისტრი, განმარტებებს შს მინისტრი იძლეოდა. როგორ ფიქრობთ, რატომ შეითავსა მერაბიშვილმა თავდაცვის მინისტრის მოვალეობაც.
პ.ზ: სხვათა შორის, ანალოგიური რამ მოხდა კოდორის დაბომბვის დროსაც, მაშინაც განმარტებებს მერაბიშვილი იძლეოდა. იგი ამით საზოგადოებას აჩვენებს, ვინ არის ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, ვისი უნდა ეშინოდეთ. უნდა ეშინოდეთ მერაბიშვილის. ამის შეტყობინება უნდა მას საზოგადოებისთვის. სადაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, იქ ჩნდება. შემთხვევის ადგილზე თავდაცვის მინისტრის არმისვლა მეტყველებს იმაზე, რომ ის არაფერს აკეთებს. გამოდის, რომ საქართველო არაა სახელმწიფო და არ იმართება კანონით. თუ კანონი "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ეწინააღმდეგება, მით უარესი კანონისათვის.
"რ": კომპეტენციები ხშირად ირაკლი ოქრუაშვილსაც ერეოდა, რაც მისი ქართული პოლიტიკიდან ჩამოშორებით დასრულდა. რამდენად არის შესაძლებელი, რომ ანალოგიური სიტუაციის წინაშე აღმოჩნდნენ ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავაც.
პ.ზ: საკუთარი ძალაუფლების გასამტკიცებლად სააკაშვილი უსუსურად ცდილობდა, გაეწონასწორებინა ერთმანეთით "თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენლობა და ირაკლი ოქურაშვილი. მაგრამ მაინც მოახერხა "თავისუფლების ინსტიტუტის" ხალხმა ოქრუაშვილის ჩაძირვა და ამით სააკაშვილი აქციეს მძევლად. სააკაშვილს მკაფიოდ უთხრეს, შენ ხარ ჩვენი მძევალი, თუ გინდა, იყო ხელისუფლებაში, იყავი ჩვენი მარიონეტიო. ფაქტია, რომ სააკაშვილი დღეს დამოკიდებულია უგულავა-მერაბიშვილი-ბოკერიას ჯგუფზე. სხვა ჯგუფი მას არ ჰყავს. ამიტომ იძულებულია, დაემორჩილოს "თავისუფლების ინსტიტუტის" ჯგუფს. შესაბამისად, იძულებულია, ანგარიში გაუწიოს მერაბიშვილს. ამიტომაც ნოღაიდელი იმიტომ კი არ სჭირდებათ, რომ ის მაგარია, არამედ იმიტომ, რომ მის ადგილას ძლიერი ფიგურა არ მოვიდეს.
"რ": როგორ ფიქრობთ, ბატონო პაატა, "თავისუფლების ინსტიტუტის" ჯგუფის გააქტიურება რამდენად არის დაკავშირებული ირაკლი ოქრუაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებასთან.
პ.ზ: სხვათა შორის, ოქრუაშვილის გამოჩენამ ბევრი შეაშფოთა ხელისუფლებაში. თუ ოქრუაშვილი პოლიტიკაში მოვიდა, სერიოზულ ხმებს წაართმევს სააკაშვილს და იმ გუნდს, რომელმაც იგი გაისტუმრა პოლიტიკიდან. ამის ეშინიათ და ამიტომაც ცდილობენ, თავისი სახეები ხელახლა გააცნონ საზოგადოებას. სააკაშვილი ანგარიშს უწევს "თავისუფლების ინსტიტუტის" კადრებს, რომლებსაც გავლენა აქვთ საზღვარგარეთ. ოქრუაშვილს კი არავითარი გავლენა არ გააჩნია უცხოეთში. პირიქით, მისი ეშინიათ, გარკვეულწილად უფრთხიან და მის პოლიტიკაში მოსვლას ეჭვის თვალით უყურებენ. შესაბამისად, ამ რესურსებს იყენებს სააკაშვილი, რათა ოქრუაშვილს დაუპირისპიროს თავისი იძულებითი მეგობრები "თავისუფლების ინსტიტუტის" ხალხი, რათა მათი საშუალებით მიეცეს მასზე ზემოქმედების საშუალება.
განსხვავებით "თავისუფლების ინსტიტუტის" ჯგუფისა, ოქრუაშვილი ძალიან პოპულარულია საზოგადოებაში. თუ "თავისუფლების ინსტიტუტის" ხალხი პოპულარულია ვაშინგტონში, ოქრუაშვილი პოპულარულია თავის ქვეყანაში. შეუძლია, ხმები აიღოს და "თავისუფლების ინსტიტუტის" ჯგუფი თავის ვაშინგტონიანად ჩაძიროს. სერიოზული ძალაა. ოქრუაშვილი ანგარიშს უწევს ქართველ ხალხს და ქართულ მენტალობას, რაც აშკარად თავალშისაცემია. "თავისუფლების ინსტიტუტს" კი ფეხებზე ჰკიდია ქართველი ხალხი.
"რ": როგორ ფიქრობთ, რითია გამოწვეული ოქრუაშვილის პოპულარულობა და რითია გამოწვეული ის, რომ მისი რეიტინგი მზარდია.
პ.ზ: მე ძალიან ხშირად დავდივარ სამეგრელოში. შემიძლია, ვთქვა, რომ იქ ოქრუაშვილი ძალიან პოპულარულია. აშკარად ჩანს, რომ ყველას სძულს სააკაშვილი. სააკაშვილზე კარგი სიტყვა ხალხში არ გამიგია. სააკაშვილი მოსწონთ იმათ, ვინც ხელფასზე ზის და ბიუჯეტის ფულს ჭამს. მაგრამ საზოგადოებაში, ჩვეულებრივ ხალხში პოპულარული ოქრუაშვილია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ოქრუაშვილი ძალიან წარმატებულია. საზოგადოებაში არის მოსაზრება, რომ ის ძალიან უღირსად წავიდა. მე ვერ ვიტყვი, რომ აბსოლუტური წარმატება აქვს ოქრუაშვილს იმ კრიტერიუმებით, რითაც მე პოლიტიკოსებს ვაფასებ, მაგრამ ვაღიარებ, რომ საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს.
"რ": როდესაც აცხადებთ, რომ სააკაშვილისგან განსხვავებით, პოპულარულია ჩრდილში მყოფი ოქრუაშვილი, რამდენად არის შესაძლებელი, რომ მის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენას მასზე კომპრომატების გამოქვეყნებაც მოჰყვეს.
პ.ზ: თუ ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოიყენეს კომპრომატები, მაშინ დაიწყება კომპრომატების ომი. ოქრუაშვილი რევოლუაციამდე იყო სააკაშვილის მარჯვენა ხელი და იცის ბევრი რამ, რაც ხდებოდა ციხეში, როდესაც სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი იყო. რევოლუციის შემდეგ იყო გუბერნატორი, გენერალური პროკურორი, შს მინისტრი და ბოლოს - თავდაცვის მინისტრი. თუ ვიღაცამ ოქრუაშვილის წინააღმდეგ დადო კომპრომატი, ეს იქნება მხოლოდ ოქრუაშვილის წინააღმდეგ დადებული კომპრომატი. მაგრამ თუ ოქრუაშვილმა დადო კომპრომატი, მერწმუნეთ, რომ ეს იქნება საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ დადებული კომპრომატი. იქნება სხვადასხვა დონის კომპრომატები, რომლებიც ჩაძირავს არა მხოლოდ ოპოზიციონერ ოქრუაშვილს, არამედ ჩაძირავს პრეზიდენტ სააკაშვილსაც.
"რ": შეძლებს ოქრუაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის კომპრომატებით ძაჩირვას.
პ.ზ: რა თქმა უნდა, შეძლებს და ამიტომ ეშინია ყველაზე მეტად სააკაშვილს ოქრუაშვილის. ოქრუაშვილი რომ ანგელოზი არაა, ეს ყველამ იცის, მასაც კარგა ბლომად ცოდვები აქვს ჩადენილი. მაგრამ კომპრომატებით ოქრუაშვილის ჩაძირვა რთულია.
"რ": ვრცელდება ინფორმაცია საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. არსებობს ინფორმაცია, რომ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა გენერალურმა პროკურორმა. ბატონო პაატა, რამდენად არის შესაძლებელი, თანამდებობა დაატოვებინონ პარლამენტის თავმჯდომარეს.
პ.ზ: სააკაშვილს ძალიან პატარა სათადარიგო სკამი აქვს. მას ურჩევნია, ჰყავდეს ნოღაიდელი და ბურჯანაძე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არაფერს აკეთებენ. სააკაშვილს სჭირდება, რომ ეს თანამდებობები არ გამოიყენონ მის წინააღმდეგ და იმიტომ არ უნდა ამ ადგილების გათავისუფლება. ის მაქსიმალურად შეეცდება, დაიცვას ნოღაიდელიც და ბურჯანაძეც. რაც შეეხება ადეიშვილს, როგორც ცნობილია, მას ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებს და სერიოზული მკურნალობა სჭირდება.
მაგრამ სააკაშვილი მაქსიმალურად ცდილობს, არ მოიცილოს ადეიშვილი, სერიოზულად ებღაუჭება მას, რადგან მისი საყრდენია. ადეიშვილი არის სააკაშვილის ერთგული და ასეთი ყველაფერზე წამსვლელი და ყველაფრის კარგად გამფორმებელი, როგორიც ადეიშვილია, მას არ ეყოლება. მას მობეზრდა ყველაფერი, მაგრამ პასუხისმგებლობას მაინც ვერ გაექცევა. ადეიშვილს არ უყვარს ფუფუნება, მას მშვიდი დ წყნარი ცხოვრება უყვარდა ყოველთვის. მგონია, რომ მიხვდა, რომ რაღაცებში მიქარა და ახლა ამ თამაშიდან გამოსვლა უნდა.
***
ზედამხედველობის სამსახური საგაზეთო სტელაჟების წინააღმდეგ: ხელისუფლება პრესის გავრცელების მონოპოლიზებას ცდილობს
4 დღის წინ ქალაქ თბილისის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა პრესის გავრცელების სამსახურის საკუთრებაში არსებული ჟურნალ-გაზეთების სტელაჟები "პ.გ.ს"-სთვის ყოველგვარი დოკუმენტის წარდგენის გარეშე აიღეს. ჯერჯერობით ჟურნალ-გაზეთები მხოლოდ "მაცნესა" და "პლანეტა-ფორტეს" ჯიხურებში იყიდება.
რამაზ საყვარელიძე: "პრესის გავრცელებისთვის ხელის შეშლა შესაძლოა, ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ სჭირდება, რადგან პრესა დღეს უფრო მეტად ოპოზიციურია, ვიდრე ოდესმე იყო. ახლა თუ ხელს შეუშლიან პრესის გავრცელებას, წინასაარჩევნოდ პრესის წარმომადგენლებს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება გაუჭირდებათ. ამის გამოც საზოგადოება ნაკლებად იქნება ინფორმირებული საარჩევნო პროცესების მსვლელობის შედეგების შესახებ. ეს კი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის მომგებიანი იქნება. ის, რომ ეს მიზანმიმართული აგრესიაა მედიის მიმართ, ტელეკომპანია "კავკასიის" მაგალითიდანაც კარგად ჩანს".
ხელისუფლება პრესის წინააღმდეგ მხოლოდ იმიტომ გამოდის, რომ არ სურს, სარკეში დანახოს თავისი ნამდვილი სახე. მე მინდა, მათ შევახსენო, რომ საზღვარგარეთის ნებისმიერ ქვეყანაში პრესით და წიგნებით ვაჭრობა საკმაოდ მაღალ დონეზეა და არ არსებობს ხელისშემშლელი ფაქტორები. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ყველა სახელმწიფო ხელს უწყობს გარევაჭრობას. სტრასბურგელობაზე თავს რომ სდებენ, არ იციან, რომ სტრასბურგის ქუჩები გარევაჭრობას მიაქვს. რომში ჩაბრძანდნენ, თუ არ არიან ნამყოფნი და ნახონ, რა რეგულარულად და ცივილიზებულად მიმდინარეობს გარევაჭრობა. არავინ არ დასდევს იქ გარემოვაჭრეებს ნიღბით და ჩაქუჩით.
ქართველი ხალხი დგას არჩევანის წინაშე, თავი დახაროს და მონობის უღელი დაიდგას ან იბრძოლოს. ჩემი აზრით, არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ საზოგადოების მცირე ნაწილი მაინც გატეხოს. საბედნიეროდ, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისათვის ნიადაგი მომწიფებულია. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, ნუ დაელოდებიან სახლში, როდის მიაკითხავთ ხელისუფლების წარგზავნილი ხალხი და სახლიდან როდის გააძევებენ".
--------------------
ის დღე როდესაც შენი სოფელი ავაოხრე, ოჯახი დაგიწიოკე, სახლ-კარი გადაგიწვი, შენი ცხოვრების შემობრუნების წერტილი იყო. ჩემთვის კი იყო, სამშაბათი.------ძლიერი იუზერი ისააა, რომლის დაპოსტილის შემდეგ ფ ო რ უ მ ზ ე სიჩუმე ჩამოვარდება, შემდეგი იუზერი კი ფიქრობს რა დაპოსტოს ან დაპოსტოს თუ არა....
|