ქვის კარიერი საფრთხეს უქმნის სტრატეგიული მნიშვნელობის რადარს
24.08.07 15:54
ტვ რ-2
პატარა ლილოში ქვის კარიერზე მიმდინარე სამუშაოები საფრთხეს უქმნის რადარს, რომლემაც 6 აგვისტოს რუსული თვითმფრინავის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა დააფიქსირა.
ქვის კარიერის მოპოვებით სამუშაოებს შპს 'ვინკა' აწარმოებს, რომლის წარმომადგენლების მტკიცებით, მათ ზემოხსენებული სამუშაოების ჩასატარებლად ლიცენზია
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსგან 2006 წლის 10 აგვისტოს მიიღეს.'საქაერონავიგაციის' წარმომადგენლების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ქვის კარიერზე სამუშაოები შეაჩერდა. სპეციალისტების თქმით, რადარის ახლოს განთავსებული ქვის კარიერი სტრატეგიულ ობიექტს საყრდენსა და საძირკველს აცლის.
'საქაერონავიგაციის' ხელმძღვანელის გიორგი კარბელაშვილის განცხადებით, კარიერის მოპოვებითი სამუშაოები არ აღდგება. ამასთანავე ის კატეგორიულად მოითხოვს იმ ჩინოსნის დასჯას, რომელმაც ლიცენზია გასცა.
ახლა ამ სტრატეგიული ობიექტის გვერდით კარიერის ლიცენზიას რომ გასცემ დივერსიაა თუ არა?