მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე: ლუსტრაციას ვითხოვ. გაივსო საპატრიარქო მკითხავებით, ჰომოსექსუალებით და აგენტებით
მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე: ლუსტრაციას ვითხოვ. გაივსო საპატრიარქო მკითხავებით, ჰომოსექსუალებით და აგენტებით
მამა ილია ვაშაკიძე
14:32 07.02.2014
[ჯაბა დათუაშვილი]
„კგბ-ს აგენტებით, ფინანსური მაქინატორებითა და პედარასტებით გაივსო საპატრიარქო", - ამ განცხადების ავტორი მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძეა. როგორც მან „პრესა.ჯი“-ს უთხრა ის საპატრიარქოში ლუსტრაციის შემოღების მომხრეა.
ვაშაკიძის ეს განცხადება უკავშირდება საპატრიარქოში მღვდლების ზნეობრივ კომისიაზე დაბარების ფაქტს, სადაც ხვალისთვის სამების საკათედრო ტაძრის იღუმენი ათანასე სვანიძე და სქემარქიმანდრიტი სერაფიმე ბით ხარიბი არიან დაბარებულნი.
იღუმენი ათანასე სვანიძე facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ მათი დაბარება ტელეკომპანია „ტაბულას“ გადაცემაში "საუბარი რელიგიაზე" სტუმრობის შემდეგ მოხდა.
"რამხელა სიხარულია კაცო! საპატრიარქოში რომ გიბარებენ "ზნეობრივ" კომისიაზე. მე და მამა სერაფიმემ მომაკვდინებელი ცოდვა ჩავიდინეთ ტაბულაში მისვლით „საუბარი რელიგიაზე", - წერს მამა ათანასე.
მამა ათანასეს ამ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა მღვდელმონაზონმა ილია ვაშაკიძემ. ,,ზნეობაზე ღია სინოდის კრებაზე იმსჯელონ ლუსტრაციისა და საიდუმლო გრიფის მოხსნის ფონზე, კგბ-ს აგენტებით, ფინანსური მაქინატორებითა და პედარასტებით რომ გაივსო საპატრიარქო." - ასე ეხმაურება მღვდელთმონაზონი „ტაბულაში“ სტუმრობის გამო სასულიერო პირების საპატრიარქოში, ზნეობრივი კომისიის სხდომაზე დაბარებას.
„პრესა.ჯი“: მღვდლებს ნამდვილად „საუბარი რელგიაზე“ სტუმრობისთვის იბარებენ ზნეობრივ კომისიაზე?
მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე: ნამდვილად არ ვიცი რატომ იბარებენ მათ, საერთოდ საპატრიარქოში ლუსტრაციას ვითხოვ.
- რატომ არის საჭიროა ლუსტრაცია საპატრიარქოში?
- უნდა გაირკვევეს ვინ არის „კაგებეშნიკი“, მე ყველაზე, რა თქმა უნდა არ მაქვს საუბარი, მაგრამ ხორბალი აუცილებლად უნდა გაირჩეს ღვარძლისგან. უნდა გაიცრას ფქვილი, რომ საჭმელად ვარგისი იყოს ადამიანისთვის.
თუმცა, მე პროცენტულობაზე ახლა თქენ ვერ გესაუბრებით, ამას გავიგებთ ლუსტრაციის შემდეგ. მათ შესახებ მექნება სრული ინფორმაცია ლუსტრაციის შემდეგ. გაივსო საპატრიარქო მკითხავებით, ჰომოსექსუალებით და აგენტებით.
- სკანდალურ განცხადებას აკეთებთ, დაგვისახელეთ თუნდაც ერთი სასულიერო პირი რომელიც მსგავს ქმედებაშია მხილებული...
- მათ სახელებს ეს ლუსტრაცია გამოავლენს“.
გაზეთი: პრესა.ge
აი შესაბამისი ლინკიც:
http://presa.ge/new/?m=politics&AID=24462 http://www.tabula.ge/ge/tv/religion/80304-...iakobs-pasuxobs შემდეგ ამ სასულიერო პირმა თავის ფეისბუკის გვერდზე შემდეგი განცხადება განათავსა:
"ქრისტეში საყვარელო ხალხო, მამებო, ძმებო და დებო. მას შემდეგ, რაც ნაძირალებმა თავისი ჭეშმარიტი სახე დაინახეს სარკეში, დაიწყეს დედაეკლესიის ერთგულ შვილთა მოღვაწეობის, კერძოდ, ლუსტრაციის მოთხოვნისა და ცისფერი კართაგენის დანგრევის მომხრეთა პოლიტიკურ ან სხვა რაიმე ჭრილში გადატანა. ვიდგეთ მტკიცედ დედაეკლესიაში. ვიმოქმედოთ დედაეკლესიის კანონით. არ წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციებს. არანაირი მტრობა, მხოლოდ და მხოლოდ ქრისტესმიერი სიყვარული დედაეკლესიის საკეთილდღეოდ. პირადული მხოლოდ ჩემი ლოთობა წარსულში მე მუხლს ვიდრეკ მართლმადიდებელ ერისკაცთა წინაშე და როგორც ჩანს ერი სულიერად უფრო მაღლა დგას, ვიდრე სასულიერო ელიტა, სადაც პედარასტთა და პედოფილთა ხვედრითი წილი ძალიან მაღალია. კანონიერი პედოფილები და კანონიერი პედარასტები საჯაროდ განდევნილ უნდა იქნან ეკლესიიდან. თუ მეუფე იაკობი მზად არის ამისათვის, მე მზად ვარ საჯაროდ, ტელევიზიით მუხლი მოვუყარო მას და გვერდში დავუდგე ამ ეკლესიისათვის აუცილებელ გამწმენდ ღონისძიებაში. ცისფერი და პედოფილური კართაგენი უნდა დაინგრეს! ღმერთმა დაგლოცოთ! მომიხსენიეთ ლოცვებში."
"ჩემო ძვირფასებო, როგორც მოსალოდნელი იყო ჩემზე დაიწყო ბინძური კგბ-შნიკური შემოტევა. ეს ისეთი რამ გახლავთ, საბჭოთა პერიოდში დისიდენტებს ხულიგნობის მუხლით რომ ასამართლებდნენ. რაც შეეხება ვინმე გამზარდიას და მისთანებს, მისი ფსიქოტიპი ჩვენთვის ცნობილია - კარიერას იწყებენ შეკვეთილი "ანონიმშიკობით" და ამთავრებენ ფასიანი ეპიტაფიების წერით რომელიღაც რაიონულ გაზეთში. როგორც უცხოობაში მყოფი ჩვენი დიდი მამები ამბობდნენ, ვიდგეთ მტკიცედ და შეურყეველად. ჩვენგან მხილებული ცისფერი და პედოფილური მაფია რამდენადაც ბინძურია, იმდენადაც სიტყვიერად უხამსნი არიან, ამიტომ არაფერმა დაგაბრკოლოთ. ეკლესიაში ცისფერი კართაგენი უნდა დაინგრეს!"
მე არ ვიცი რამდენად გაივსო საპატრიარქო ჰომოსექსუალისტებით, მაგრამ ერთი ნამდვილად ცხადია, საქართველოს საპატრიარქო დიდი ხანია ასცდა ჭეშმარიტი ქრისტიანობის გზას. ადრეც კგბ-ს აგენტებით იყო სავსე და დღესაც კრემლის იმპერიული და იდეოლოგიური მანქანის გავლენითა და კარნახით მოქმედებენ. დღევანდელი სასულიერო ელიტა რუსული ელიტის ფილიალად გადაიქცა. იმ რუსული ელიტისა, რომელსაც კრემლისა და ფსბ-ს აგენტი კირილე გუნდიაევი ხელმძღვანელობს. სწორედ რუსეთში უწყობდნენ თავის დროზე ხელს ჰომოსექსუალი სასულიერო პირების დაწინაურებას, ეს კგბ-ს პოლიტიკა იყო, რომ ადვილად ემართათ ეს სექსუალური დაავადების მქონე ადამიანები. ამიტომაც კირილე გუნდიაევსაც ადანაშაულებენ, რომ ის არ რეაგირებს ადგილებიდან მოსული ინფორმაციების თაობაზე, რომ მოახდინოს სიტუაციის შესწავლა და თუ ასეთები არიან, მოახდინოს მათი ეკლესიიდან განკვეთა. თუმცა ზოგი მასაც იგივე დანაშაულში სდებს ბრალს, რადგანაც ის წლების მანძილზე იყო ჰომოსექსუალი ეპისკოპოსის პირადი მდივანი, სწორედ ამ ეპისკოპოსმა დააწინაურა თავის დროზე კირილე და ამ დროიდანაც მოიაზრება მისი საბჭოთა კგბ-სთან თანამშრომლობა.
მიმაგრებული სურათი