მეგობარი ჩამოვიდა აფხაზეთიდან, ეროვნებას არ დავასახელებ, მაგრამ ქართველი არ არის.
კაი ხანი იყო იქ. როგორც მან თქვა, დიდი ინსესტიციებია შესული რუსეთიდან და თურქეთიდან,
ხალხიცაა ბლომად ჩამოყვანილიო და რაღაც მზადება შეინიშნებაო. საწყალი აფხაზები
ამბობენ, ვიყენებთ რუსებსო

ზოგიერთი, ვინც "პროგრესულად" აზროვნებს, ამბობს,
შეგვჭამენ რუსები და ისევ ქართველები ჯობია, მაგათ ადვილად დავჩაგრავთო

თვითონ აფხაზები იმდენად აგრესიულები არ არიან, რამდენად სომხები, ქართველების
ხსენებაზე შეტევები მოსდით თურმე. ჩვენი "მეგობარი" თურქებიც მაგარ ცუდ საქმეებს ჩადიან,
მაგრა ვერ გვიტანენ