ბეტონს ყოველთვის აქვს ფორები, სადაც ჰაერი და წყალი შედის და არმატურას კოროზიას უჩენს, შემდეგ კი კოროზირებული არმატურა ბეტონს გარეთ ყრის,

ამ შემთხვევაში აუცილებელია ჩამოიყაროს, რაც იყრება, და წყლით ძალიან კარგად გაირეცხოს. ხიდების შემთხვევაში კი დიდი წნევით უნდა წყლით გაიწმინდოს, რომ ჩამოიშალოს რაც ჩამოსაშლელია. ასევე წყალი მოქმედებს როგორც მარილებისაგან და სხვა ნივთიერებებისაგან გამწმედი. შემდეგი ეტაპია, იქ სადაც ჩანს არმატურა აუცილებლად სინის ჯაგრისით უნდა კარგად გაიწმინდოს, შემდეგ კი წაესვას Sintecno Prosteel, იქ სადაც არმატურა არ ჩანს, უნდა წაესვას Sintecno Prosteel 20, რომელიც ბეტონში შედის, ანუ ბეტონი იწოვს და სადაც შეხვდება რკინა მის გარშემო ეხვევა და კოროზიისგან კურნავს. ორი დღის შემდეგ აუცილებლად უნდა ეს კედელი ისევ გაირეცხოს კარგად წყლით, ანუ ეს პროდუქცია უნდა ჩამოირეცხოს და შემდეგ გაილესოს ან სესაბამისად Sindocrit შესაკეთებელი ბეტონით შეკეთდეს.



This post has been edited by Oto_Oto on 31 Dec 2011, 17:40