აბა, ერთი სომხებს ჰკითხე, ვისია მარნეული და დმანისი
ისე, აზერბაიჯანლები საერთოდ ამერიკისნაირი ნაციაა - ათასი ჯურის ხალხი ერთად. 1918-1921 წლებში ტყუილად კი არ ეძახდნენ ხშირად მუსლიმთა რესპუბლიკას. ეს "აზერბაიჯანელობა" საბჭოეთმა გაამყარა, თორემ მაგათ ეთნოგენეზში უამრავი ხალხი მონაწილეობდა (ნუ, პირდაპირ როგორც ინგლისელების). საქართველოს აზერბაიჯანელებიც რომ "გადაფხიკო", უამრავი სხვადასხვა მუსლიმი ხალხი შეგრჩება. ალბანელობასაც იჩემებენ და ამით ამართლებენ პრეტეზიებს ჰერეთის ძეგლებზე - ჰერები გაქართველებამდე ალბანელები იყვნენო. მგონი ასეც იყო, მაგრამ აზერბაიჯანლები რაღა შუაშია, გაუგებარია.
ბორჩალუს ტომი (აქედან დაერქვა პროვინციას) შაჰ აბას I ჩამოასახლა მაშინ, როცა ქვემო ქართლის ეგ ნაწილი და აგრეთვე ჭარ-ბელაქანი (დღევანდელი საინგილო) ქართველებისგან დაცალა - თუ ხოცვით და თუ ტყვევნით. ხომ გახსოვს - ეგ "ნახევარი მილიონი ქართველის მომნელებელი". მაშინ წაასხა ქართველობა ფერეიდანში.
ჭარში ლეკების ჩასხდომა დიდ ჭირად იქცა, კავკასიონის იქედან კი აღარ მოძვრებოდნენ, აქეთ ცხოვრობდნენ უკვე. ჭარელ ლეკებთან ომები კი უკვე ვახტანგ VI უწევდა, ერეკლესაც და ყველასაც. ბორჩალო ტომი კი სხვა ხალხი გამოდგა. მანამდე არ მახსოვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პატარა კახისთვის ერთ-ერთი უერთგულესი ქვეშევრდომები იყვნენ, ბევრ ქართველზე უკეთესი. ჰოდა ეს ხალხი ბოლშევიკებმა აზერბაიჯანელებად გამოაცხვეს. ეჰ...
ისე კი, არ გეწყინოს და giorgioliege მართალია, საქართველოს ისტორია უნდა წაიკითხო მეტი.
This post has been edited by Geronti on 5 Jan 2006, 19:34