გამარჯობათ პოლიტიკის მოყვარულებო

პოლიტიკაზე დისკუსიას თავს ვარიდებ უმეტესად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ გამაჩნდეს საკუთარი აზრი და არ ვადევნებდე მოვლენებს თვალს(მითუმეტეს საქართველოს დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე)
მე არ დავუბრუნდები მრავალჯერ ნათქვამსა და განხილულს.
მხოლოდ მოკლედ გავაანალიზებ სიტუაციას და სამოქმედო გეგმას შემოგთავაზებთ.
პირველ რიგში აღსანიშნავია და
გასათვალისწინებელია რომ კავკასიის რეგიონში გარკვეული ინტერესები გააჩნია მსოფლიოს ორ მთავარ ძალას
ამერიკა და რუსეთი.
ამერიკისაგან განსხვავებით რუსეთი ჩვენი მეზობელია.
ნებით თუ უნებლიედ საქართველო მდებარეობს მისი გეოპოლიტიკური გავლენის არეალში.
შესაბამისად რუსეთის დაინტერესება ისტორიულია, ის დღეს და გუშინ არ დაწყებულა და არც ხვალე დამთავრდება.
ეს რეალობაა.
საქართველო დღეს აშკარად დაუპირისპირდა რუსეთს, მის ინტერესებს და ამაში უპირველეს ყოვლისა რუსები არიან დამნაშავე, უფრო სწორედ მათ მიერ გატარებული პოლიტიკა.
ქვეყანამ რომელიც პრეტენზიას აცხადებს მსოფლიო პოლიტიკის მთავარ მომქმედ როლზე, არ უნდა დაუშვას ასეთი შეცდომები.
ადრე არავინ ფიქრობდა ამერიკელთა წარმომადგენლობაზე საქართველოში, მაგრამ რუსულმა პოლიტიკამ ყველაფერი გააკეთა რომ ისინი აქ მოსულიყვნენ.
დღეს სიტუაცია კრიტიკულია. ლაპარაკია კონკრეტულ საომარ მოქმედებებზე. დღითიდ დღე დაპირისპირება იზრდება, რაც აუცილებლად მიაღწევს კულმინაციას.
კულმინაცია - ომია.
საქართველოს მთავრობას ესმის რომ ომი მისთვის კატასტროფის ტოლფასია.
თუმცა არსებული პრობლემების მოუგვარებლობა ასევე კატასტროფის ტოლფასია.
საქართველოს მთავრობას მემგონი ესმის (იმედი მაქვს) რომ ამერიკისათვის ძალიან ხელსაყრელია: თუ რუსეთმა ომი დაიწყო მის საზღვრებს გარეთ.
რუსეთსაც კარგად ესმის რას მოუტანს მას აღნიშნული ომი.
გამოსავალი:
1. სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსა და რუსეთს შორის.რუსეთი იჭერს სრულ ნეიტრალიტეტს და საქართველოს საშუალებას აძლევს თავად მოაგვაროს პრობლემები. ამ დროს დარწმუნებული ვარ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება.
2. საქართველო ვადას უხანგრძლივებს მის ტერიტორიაზე არსებულ რუსეთის სამხედრო ნაწილებს.ეს არის იმის გარანტია რომ საქართველო ნატოში ვერ შევა (სხვა ქვეყნის ჯარით საკუთარ ტერიტორიაზე არ მიიღებენ)
სწორედ ეს სჭირდება რუსეთს.
სხვათაშორის როდესაც დღეს სააკაშვილის განცხადებებს გავეცანი, მივხვდი რომ რაღაცნაირად ეს გეგმა მას ხელში ჩაუგდია

და განხორციელებასაც ცდილობს. კარგია მიშა! სწორედ იქცევი!
Саакашвили: российские базы должны быть выведены из Грузии Об этом заявил президент Грузии, комментируя вопрос о присуствии российского военного контингента на территории Аджарии.
"Достигнуты соответствующие соглашения и российские базы должны быть выведены из Грузии.
Но к этому вопросу мы подходим по человечески и сроки не поджимаем", - отметил при этом президент, передает агентство "Новости-Грузия".
ამავე დროს ამატებს:
Мы хотим с Россией установить очень хорошие отношения, но обязательным при этом является то, если ничего не будет грозить нашей независимости и территориальной целостности", - сказал Саакашвили.
http://www.newsru.com/world/20jul2004/saak.htmlამჯერად სვლა რუსებზეა