#17555125 · 21 Jan 2010, 20:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა მოითხოვა გადაცემაში "ღამე შორენასთან" 10 იანვარს გასული ინფორმაციების უარყოფა.
ეს ინფორმაციებია: 1. „საზღვარგარეთულმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ის ოჯახები, რომლებიც სექსუალურ ცხოვრებას ქორწინებამდე იწყებენ და ამასთან ქალებსაც და კაცებსაც სხვა პარტნიორებიც ჰყავთ, უფრო მყარია, ვიდრე ის ოჯახები, რომლებიც ჩვენთან ქალიშვილობის ინსტიტუტზეა დაფუძნებული“. 1. ქალიშვილობის ინსტიტუტი საზრდოს აძლევს მამაკაცის ამპარტავნებას და ეს ტრადიცია ეჭვქვეშ აყენებს ცოლქმრული ურთიერთობის სიმყარეს. 2. მეცნიერულად აღიარებულია, რომ ადამიანები უმეტეს შემთხვევაში სექსუალურად ვერ ეწყობიან ერთმანეთს. ქალიშვილად გათხოვების შემთხვევაში ნამდვილად მცირეა იმის ალბათობა, რომ ქმარს შეეწყობი, ამიტომ მტკიცე ქორწინება არ გექნება. ქალიშვილობით დაქორწინების შემთხვევაში ქორწინებათა 70% ღალატით, გაცრუებული სიყვარულითა და დანგრეული ოჯახით მთავრდება. 3. კარგი ისტორიკოსის ცნობით, ადრე საქართველოსთვის ისტორიულად უცხო იყო ქალიშვილობის ინსტიტუტი და ძნელად მოსაძებნი იყო ქალიშვილი. ქართველები ადრე თავაშვებულ ცხოვრებას ეწეოდნენ, რისი მაგალითიც არის წაწლობა, ქართველ დიდგვაროვან ქალბატონთა ცხოვრება და სექსუალური თავგადასავლები; ქართული ფოლკლორი შეუზღუდავ სექსუალურ ცნობიერებაზე მეტყველებს. 5. ქალიშვილობის ინსტიტუტი რატომღაც მოგვდგამს, მონღოლური პერიოდის გავლენა უფროა.
|