პოლ ბრეგის ეს წიგნი ”შიმშილობის სასწაული” თავის დროზე რამდენიმე ათეულჯერ გადავიკითხე როგორ თავიდან ბოლომდე, ასევე ბოლოდან თავამდე, ალაგ-ალაგ და მგონი დიაგონალურადაც კი

და ძალიან მომწონდა, ხუმრობა ხომ არაა-კაცი წერს რომ თუ იშიმშილებ (და ბევრ სხვა რმესაც გააკეთებ რასაც იგი წერს) შეგიძლია 120 წელი (დაახლოებით) იცოცხლო და მთელი ამ ცხოვრების განმავლობაში იყო პრაქტიკულად ჯანმრთელი, იყო ვთქვათ 90 წლის და შეგეძლოს მთაზე ასვლა, ცურვა და არც გარეგნულად განსხვავდებოდე 45 წლის ადამიანისგან.......
როგორც მე ვიცი პოლ ბრეგმა თავისი თეორია პრაქტიკულადაც დაამტკიცა და 96 წლის ასაკში (!) ტრაგიკულად დაიღუპა სერფინგის დროს, მისი ცხედრის გაკვეთის შემდეგ კი აღმოაჩინეს რომ ყველა ორგანო ჯანმრთელი ჰქონდა და კიდევ რამდენიმე ათეულ წელს იმუშავებდა.
საინტერესოა თანამედროვე მედიცინა იზიარებს ბრეგის მოსაზრებებს? თუ იქნებ მის წიგნში მოყვანილი მასალა გადაჭარბებულია?
Paul Bragghttp://www.bragg.com/Пол Брэгг