
ენრიკო კარუზო 1873 წლის 25 თებერვალს ნეაპოლში დაიბადა.
15 წლის ასაკში ეკლესიაში გალობდა, როცა დედა გარდაეცვალა და იძულებული გახდა, ემუშავა, შემდეგ კი სამხედრო სამსახურში ჩადგა, სადაც მალევე შენიშნეს მისი შთამბეჭდავი ხმა და ვოკალის პედაგოგი დაუქირავეს.
მსი სასცენო დებიუტი 1894 წლის 16 ნოემბერს შედგა ნეაპოლში, თეატრ novus - ში, სადაც ის მეგობარ ფრანჩესკოსთან ერთად წარსდგა მაყურებლის წინაშე.
ამას მოჰყვა მრავალწლიანი გასტროლები, 1902 წელს მან უკვე ლონდონში იმღერა, ერთი წლის შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 'მეტროპოლიტენ ოპერაში', "რიგოლეტოში" ჰერცოგის არია შეასრულა. სწორედ ამ დროს მოექცა ის პოპულარობის ზენიტში, 'მეტროპოლიტენ ოპერასთან' ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ჰონორარი 2500 დოლარამდე გაეზარდა.

ენრიკო იტალიის და საფრაგეთის ოპერებში წამყვან შემსრულებლად იქცა.
ენრიკო არის პირველი მომღერალი მსოფლიოში, ვისი რეპერტუარიც ფირფიტებზე ჩაიწერა.
კარუზო 1921 წლის 2 აგვისტოს ნეაპოლში, პლევრიტის გართულების შედეგად გარდაიცვალა.
მეოცე საუკუნის 70 - იან წლებში დიდი პუპულარობით სარგებლობდა ფილმი "ღამის კოცნა" , რომლიც მის ცხოვრებაზეა გადაღებული. ფილმში ენრიკოს ცნობილი საოპერო მომღერალი მარიო ლანცა ახმოვანებს.
ენრიკო კარუზო - სტატია ვიკიპედიიდან
This post has been edited by აღასპერი on 8 Sep 2007, 02:29