შემარჩევინეთ საგამცოდო პროგრამა
უნდა დავუკრა ხუთი ნაწარმოები, ჩამონათვლიდან:
1. ბახი- პრელუდია და ფუგა
2. სონატა (ჰაიდნის, მოცარტის, ბეთჰოვენის, შუბერტის ან შუმანის)
3. შოპენი - ეტიუდები op. 10 (გარდა #3 და #6) და op 25 (გარდა #1 და #7)
4. მეორე ეტიუდი შოპენის, ლისტის, რახმანინოვის (ეტიუდი-სურათი), სკრიაბინის, ბარტოკის, დებიუსის, სტრავინსკის, პროკოფიევის.
5. პიესა
დიდი ხელი მაქვს, წვრილ ტექნიკას უფრო მასშტაბური ფაქტურა მირჩევნია

წელს ვუკრავდი:
1. პრელუდია და ფუგა VI რე მინორი (Iტომიდან)
2. მოცარტი სონატა #11 ლა მაჟორი
3. შოპენი ეტიუდი op.10 #8
4. ლისტი- Gnomenreigen
5. ლისტი - უნგრული რაფსოდია #12
ვფიქრობ შოპენი დავიტვო და დანარჩენი შევცვალო
This post has been edited by srt-8 on 2 Jul 2009, 12:23