გურული ფოლკლორისა და სრულიად გურიის ზეიმიახალგაზრდებს ინიციატივითა და უფროსი თაობის მხარდაჭირით
ამა წლის 31 ოქტომბერს (რიცხვი შეიცვალა) აღინიშნება დიდი
მგალობელ-მომღერლის, არტემ ერქომაიშვილის 120 წლის იუბილე.
საიუბილეო ღონისძიება შემდეგ პუნქტებს შეიცავს:1. სამეცნიერო კონფერენცია
(კონსერვატორია);
2. შეხვედრა გურულ მომღერლებთან
(კონსერვატორია);
3. გამოფენა
(კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიე);
4. დასკვნითი კონცერტი
(კონსერვატორიის დიდი დარბაზი);
5. ერქომაიშვილებთან დაკავშირებული წიგნების, დისკების, გალობა-სიმღერის სანოტო კრებულების, გაზეთ ,,ქართული გალობის" საიუბილეო ნომრის გაყიდვა
(კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიე)--- კონკრეტულ ჩამონათვალს დადგენისთანავე შემოგთავაზებთ;
ღონისძიების მასშტაბის აღქმის მიზნით დამატებით ზოგიერთი დეტალის შესახებ:1. იუბილეს მასპინძლობს თბილისის სახელმწიფო კონერვატორია;
2. საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობენ საუკეთესო მგალობელ-მომღერალთა 15-მდე ანსამბლი (,,ანჩისხატი", ,,ბასიანი", ,,რუსთავი", ,,შალვა ჩემო"(სიხარულიუძეების ტრიო)...);
3. გურიიდან სპეციალური მოწვევით ჩამოვლენ ანსამბლები
,,იადონი" (გიორგი სალუქვაძის მიერ შექმნილი ანსამბლი) და
,,ელესა" (ლადიკო ერქომაიშვილის მიერ შექმნილი ანსამბლი);
უკანასკნელი წარმომადგენლები ძველი პლეადის გურული მომღერლების;
მათ არასდროს უმღერიათ კონსერვატორიის დიდ დარბაზში, და არც სხვაგან სადმე ,,ანჩისხატის" და ,,ბასიანის" გვერდით; ამ მომღერლებთან შეხვედრა მოეწყობა კონფერენციის შემდგომ, დასკვნით კონცერტამდე;
4. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს კონსერვატორიის პედაგოგ-მასწავლებლები და სტუდენტ-მაგისტრები; თემატიკა შეეხება
ქართული საერო და საეკლესიო მრავალხმიანობის საკითხებს; აგრეთვე თემები, რომელიც შეეხება კონკრეტულად არტემს (თემების სათაურებს დადგენისთანავე შემოგთავაზებთ);
5. ერქომაიშვილების ფოტო და ხელნაწერთა გამოფენის ავტორია ლუარსაბ ტოგონიძე;
6. საღამოს
მხატვრული ხელმძღვანელია ანზორ ერქომაიშვილი და
საღამოს წამყვანი დავით შუღლიაშვილი;
7. საშუალება მოგეცემათ შეისყიდოთ ისეთი მასალა, რომლის აღმოჩენაც ნებისმიერ მაღაზიაში ძალზედ რთული საკითხია, მათი რაოდენობრივი სიმცირის გამო ერთეულებს თუ აქვს ეს ლიტერატურა, სანოტო კრებულები თუ აუდიო ჩანაწერები;
მგონი სულ ესაა, თუ რამე გამახსენდა კიდევ ჩავამატებ

იმედია ყველა მსურველს გასწვდება კონსერვატორიის ფარგლები
თუ არ იცით არტემ ერქომაიშვილის შესახებ არაფერი,
მითხარით და მოგაწვდით ინფორმაციას
This post has been edited by guria:) on 4 Oct 2007, 08:30