სანამ ფორუმ.გე-ზე დავრეგისტრირდებოდი მანამდე teen.ge-ზე ვფორუმობდი

კაი დრო იყო... მერე ერთ ფორუმელ იუზერს, ვეჩატავებოდი პმ-ში და ამიტომ იმეილის გამორთმევა არ გამხსენებია. მეორე დღეს ინტერნეტი გამეთიშა და ორი თვე არარ შევსულვარ... როცა შევედი, ჩემდა სამწუხაროდ აღმოვაჩინე რომ ორი კვირაა ის აღარ შესულიყო, ხოლო იმეილი კი მითითებული არ ჰქონდა.

აქამდე არ გამოჩნდა და teen.ge-ს ადმინისტრაციას ( Rocko & მროველი )მივწერე პმ იმეილის თხოვნით, მაგრამ როკომ უარი მითხრა, მროველმა ყურადღება არ მომაქცია...

თქვენ რას ფიქრობთ? მეკუთვნის თუ არა იმ გოგოს მეილი?
რა უფლება აქვს რომ ვინმეს გაცნობაში ხელი შემიშალონ?

იქნება ვინმემ თხოვოთ რა.