ჩაკრულო
გამხიარულდი ბუხარო

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4411
წევრი No.: 4567
რეგისტრ.: 13-March 04
|
#8934494 · 23 Mar 2008, 16:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პრეს-რელიზი
25 მარტს, 14:00 საათზე, სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში”,,ახალგაზრდა მომღერალ-მგალობელთა კავშირის” პრეზენტაცია გაიმართება. კავშირი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქარტველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით დაფუძნდა.
პრეზენტაციას დაესწრება უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. პრეზენტაციის საპატიო სტუმრები არიან პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე, საქართველოს პირველი ლედი ქალბატონი სანდრა რულოვსი, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, ბატონი ანზორ ერქომაიშვილი, ,,სახალხო ბანკის” გენერალური დირექტორი გიორგი გოგუაძე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები.
,,ახალგაზრდა მომღერალ-მგალობელთა კავშირი” აერთიანებს ტრადიციული ქართული მუსიკის სფეროში მომუშავე ახალგაზრდულ ძალებსა და შემოქმედებით კოლექტივებს, რომელთა პრიორიტეტია უფროს თაობასთან მჭიდრო კავშირითა და მათი გამოცდილების გაზიარება-გათვალისწინებით ქართული ფოლკლორისა და საეკლესიო გალობის კვლევა-პოპულარიზაცია.
საზოგადოება მიზნად ისახავს სამეცნიერო და პოპულარული გამოცემების, ჟურნალ-გაზეთების, სანოტო კრებულების, აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გამოცემას, ტელე-რადიო გადაცემებისა და ელექტრონული გვერდების მომზადებას, დედაქალაქსა და რეგიონებში კონცერტებისა და შემეცნებითი საღამოების ჩატარებას, ექსპედიციების მოწყობას, ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას ტრადიციული ქართული მუსიკის გაცნობა-შესწავლაში.
საზოგადოების წევრები პასუხისმგებლობას იღებენ წინა თაობის მომღერალ-მგალობელთა მიერ გადარჩენილი მუსიკალური მემკვიდრეობის დაცვა-პატრონობასა და მათ მიერ გაწეული შრომის სათანადოდ დაფასებაზე. საზოგადოების საქმიანობა უშუალოდაა დაკავშირებული ამ სფეროში მოღვაწე ყველა იმ დაწესებულებასთან („თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია“, ,,ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი”, „ქართული საგალობლისა და სიმღერის საერთაშორისო ცენტრი“, „საეკლესიო გალობისა და სიმღერის უმაღლესი სასწავლებელი“, „ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი“, „საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრი“), რომელთაც ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევაში დიდი წვლილი შეაქვთ.
კავშირის წევრები არიან ტრადიციული მუსიკის ახალგაზრდა მკვლევარები, სტუდენტი ფოლკლორისტები, აგრეთვე საშემსრულებლო კოლექტივები, მათ შორის: სამების საკათედრო ტაძრის გუნდი, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ანსამბლი ,,ბასიანი”, ანსამბლები ,,მთიები”, ,,დიდგორი”, ,,შავნაბადა”, ,,ჩვენებურები” და სხვა.
,,ახალგაზრდა მომღერალ-მგალობელთა კავშირის” საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახური
საკონტატო პირი: ნინო რაზმაძე (893 222 936)
--------------------
[B]კახელი კაცი ვარ, ალალი კაცი[/B]
[B]დაგბადოთ... გაგზარდოთ... გაცხოვროთ... დაგაბედოთ და... დაგხოცოთ[/B]
|