ცხოველთა დაცვის კომიტეტის 57 ყრილობაზე ერთხმად მიიღეს დადგენილება მაუსების ექსპლუატაციის საწინააღმდეგოდ.
არაადამიანურად ჩაითვალა მაუსების მოხმარება კომპიუტერთან მუშაობის დროს. განსაკუთრებულად დაიგმო ღილაკებზე თითის დაჭერა, ხოლო შუაში რომ გორგოლაჭია იმის დატრიალება საერთოდ ამორალურად შეფასდა.
სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით მაუსების გამოგონებას თან მოჰყვა თაგვებზე გახშირებული თავდასხმები. და საერთოდ აგრესია ცხოველების მიმართ.
კომიტეტის დადგენილებით უნდა შეწყდეს მაუსების გაყიდვა მაღაზიებში.
გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და მაღაზიაში აღმოჩენილ ყოველ დარღვევაზე შეგვეხმიანეთ შემდეგ ტელეფონებზე:
ტელ.: 154456987345654311565499879877789879879874456
ფაქსი.:897987987564654654334546546879879873454321321
ნუ დაგეზარებათ რეაგირების გაკეთება. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მსოფლიო უკეთესი გახდება.
პატივისცემით,
ცხოველთა დაცვის კომიტეტის თამჯდომარე,
ბუჩქის უკან მდებარე აკადემიის აკადემიკოსი,
ლიცენზირებული (აკრედიტაციაზე საბუთები გვაქვს შეტანილი და უახლოეს მომავალში დადებითად გადაწყდება ეს საკითხი) სასწავლებლის მასწავლებელი,
პროფესორი,
ექსტრასენსი,
პოლიტოლოგ-მინიატურისტი,
დრამატურგი,
ნუკრი ლომთაძე

P.S. შემომეპოსტა, ვთამაშობდი და შემომეპოსტა. უკანონო პოსტია ეს.
This post has been edited by amigo on 6 Sep 2007, 18:35