#2578796 · 12 Feb 2006, 13:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ, საკმაო ხანი გავიდა იმისთვის,რომ წესების საბოლოო ვარიანტი ჩამოვაყალიბოთ.ახლა უკვე ყველა დეტალი ცნობილია ამ განყოფილებაში და შეგვიძლია წესებში საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ.აპდეიტები შეიძლება კიდევ გაკეთდეს.
1.მოგეხსენებათ, რომ ეს განყოფილება არ არის ფლეიმი, ქალი და მამაკაცი ანაც აბანო, შესაბამისად ჩეთს, ბრიქოზს და ვაზელინს გასაქანი არ ექნება და მკაცრად დაისჯება.ეს არის ერთ-ერთი უსერიოზულესი პროფესიის განყოფილება და აქ ღლაბუცს და ლაზღანდარობას არ დავუშვებთ.არის თემა სამედიცინო კურიოზებზე და იქ შეგიძლიათ იმხიარულოთ.
2. მასიური ოფტოპიკები წაშლას ექვემდებარება აუცილებლად.ერთეული ოფტოპიკები ძირითადად არ წაიშლება,თუ ისინი კურიოზული ხასიათისაა და ასე თუ ისე საინტერესო.
3. სანამ კითხვას დასვამდეთ,მანამდე ძებნა გამოიყენეთ,ადვილი შესაძლებელია ეგ კითხვა უკვე იქნა დასმული მანამდე და პასუხიც იქნა გაცემული. ფორუმის რამდენიმეწლიან ისტორიაში შეიძლება თქვენს გარდა ვინმეს გასჩენოდა იგივე კითხვა.იგივე ეხება ახალი თემების გახსნას;აუცილებლად გამოიყენეთ search-ი და რაც მთავარია მოინახულეთ მიპინული თემა "განყოფილების გზამკვლევი".ვთქვათ გინდათ სკლეროზზე თემის გახსნა და რაღაცის კითხვა,ასეთ შემთხვევაში ჯერ დაძებნეთ სიტყვა "სკლეროზი" ამ განყოფილებაში search-ის გამოყენებით.თუ როგორ კეთდება ეს,ამის დეტალური ინსტრუქცია მოცემულია აპინულ თემაში "განყოფილების გზამკვლევი".თუ ამას არ იზამთ,ასეთ შემთხვევაში მოდერატორებს აქვთ სრული უფლება იუზერი დავორნონ.
4. ნუ ახლა გინებაზე რომ ბანი იქნება, მაგას რა ლაპარაკი უნდა... თანაც სიმბოლოიან გინებაზეც... აქ რომ სამაგისო ადგილი არაა,ეგ განყოფილების სათაურიდანაც ჩანს.განსაკუთრებულად იქნება კონტროლის ქვეშ აყვანილი იუზერების მიერ ერთმანეთის შეურაცხყოფა.ამაზე ბანებს არ დავიშურებთ.შეიძლება ბევრ რამეზე თვალი დავხუჭოთ,მაგრამ ერთმანეთის უპატივცემულობას და განსაკუთრებით პროფესიული შეურაცხყოფების მიყენებას მკაცრად დავსჯით. უცენზურო სიტყვების ხმარება(და არა გინება) შეგიძლიათ სიმბოლოებით გამოსახოთ,მაგრამ ამას სისტემატიური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს და რაც მთავარია, ეს ერთეული სიტყვა უნდა იყოს.სიმბოლოების გამოუყენებლად, თუნდაც იშვიათად, ამ ერთეული სიტყვების დაწერა მომენტალურად დაისჯება ვორნით.
5. იუზერი უპირობოდ დასაჩუქრდება ვორნით,თუ ის მოდერატორების მიერ დახურულ თემას თვითნებურად გახსნის და "member"-ის უფლებებს ბოროტად გამოიყენებს.ნუ გამოავლენთ უპატივცემულობას მოდერების მიმართ,თუნდაც არ ეთანხმებოდეთ მათ რაღაც საკითხებში. და თუ იუზერი ისევ გააგრძელებს მისივე თემის თვითნებურ გახსნას,მაშინ ის მიიღებს 1 დღიან ბანს posting disable-ით,ოღონდ შეეძლება პმ-ების გაგზავნა და ფორუმის თვალიერება.ასეთ შემთხვევაში მოდერი იტოვებს უფლებას ასეთი თემები სალხინებელში გადაიტანოს.
6. სასტიკად დაისჯება განყოფილების დაფლუდვა უაზრო და არაფრისმომცემი პოსტებით.საინტერესო შინაარსის ოფტოპიკი კიდევ შეიძლება დავტოვოთ,აი ფლუდი კი აუცილებლად წაიშლება და ავტორი მიიღებს ვორნს.
7. განყოფილებისათვის შეუსაბამო თემებს კი იცით რასაც ვუშვებით ხოლმე...გადატანილი იქნება სალხინებელში.უკვე არსებული თემის გახსნის შემთხვევაში კი თემა აუცილებლად დაიხურება.ერთი და ორპოსტიანი ახალი თემები არ შეუერთდება უკვე არსებულ დიდ თემას.თუ ახლადგახსნილი თემა უკვე გახურებულია და დისკუსიაა გაჩაღებული,მაშინ მოდერატორები მას შეუერთებენ ძველ თემას.
8. ზოგს შეიძლება ხელი წაუცდეს და წაიპახაბნოს... იცოდეთ, რომ ყველაფერს ვხედავთ და ყველაფერს ვკითხულობთ .ჩვენ თითქმის ყველა აქ მპოსტავი იუზერის მეორე ნიკები ვიცით და მეორე ნიკით გახსნილი პახაბნური ან უაზრო თემის გამო ავტორს ვორნი მიეცემა არა მარტო მეორე სარეზერვო ნიკზე,არამედ მის ძირითად ნიკზეც და სულაც შეიძლება ბანსაც გამოკრას ხელი განზრახ მავნებლობისთვის.
9. თემების სათაურები უნდა იყოს მაქსიმალურად ინფორმატიული,არ შეიძლება ამ ტიპის თემების გახსნა: "გთხოვთ დამეხმარეეეეთ" ანაც "ერთი პრობლემა მაქვს" და ასე შემდეგ.ესენი შეგიძლიათ თემის დესქრიფშენში დაწეროთ და არა ძირითად სათაურში.გამონაკლისის სახით თვალებს დავხუჭავთ იმ შემთხვევაში,თუ იუზერმა არ იცის რა ჭირს,მაგრამ მაინც უნდა ეცადოს შეძლებისგვარად გაგვაგებინოს სათაურით მისი პრობლემის არსი(სამედიცინო ტერმინოლოგიით წერას არავინ გთხოვთ არაექიმებს).
10. სასტიკად დაისჯება რეკლამა ამ განყოფილებაში.არ შეიძლება თემების გახსნა ამა თუ იმ ექიმზე,კლინიკაზე,თუ ეს თემა სარეკლამო ხასიათს ატარებს.შეგიძლიათ გახსნათ ექიმებზე თემები და მოგვიწოდოთ,რომ გამოვთქვათ ჩვენი აზრი მათზე. ასევე აკრძალულია სხვადასხვა ექიმბაშური მალამოების და სხვა პროდუქტების რეკლამირება.ასევე დაიხურება ამ ტიპის თემები:"ვყიდი სამედიცინო აპარატურას"...ეს თემები შეგიძლიათ გახსნათ ყიდვა-გაყიდვის და გაცვლის განყოფილებაში. რეკლამას კიდევ ვუშვებთ ცალკეულ პოსტებში,ისიც იმ იუზერების მხრიდან,რომლებსაც აქვთ გარკვეული დამსახურება განყოფილებისადმი და აკეთებენ პოსტებს იუზერების დასახმარებლად.
11. არის თემა სახელწოდებით "სექსუალური განათლება...ყველაფერი სექსის შესახებ.რა გაინტერესებს?ნორმა და პათოლოგია".სექსთან ასოცირებული ყველანაირი თემა უნდა გაიხსნას აღნიშნულ თემაში უიშვიათესი გამონაკლისების გარდა!
12.სტომატოლოგიასთან ასოცირებული ყველა თემა უნდა გაიხსნას ქვეგანყოფილებაში "სტომატოლოგია".მათ შორის ყბა-სახის ქირურგიასთან ასოცირებული თემებიც.
13. მოდერები იტოვებენ უფლებას ამა თუ იმ სადავო ეპიზოდში იმოქმედონ არასტანდარტულად და განყოფილების სპეციფიკიდან გამომდინარე(ანუ შეგვიძლია ვორნი არ მოგცეთ,თუ ვორნი დაიმსახურეთ და ასე შემდეგ)
14. იუზერებს თუ გაუჩნდებათ პრეტენზიები ამ განყოფილების მოდერებისადმი,მაშინ მათ შეუძლიათ გამოაუშვენ ჩვენთან პიემები და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით პრობლემების უმტკივნეულოდ მოგვარებას.გარდა ამისა, არსებობს მიპინული თემა "მიმართეთ მოიდერატორებს".წაიკითხეთ აღნიშნული თემის პირველი პოსტინგი.მაგ თემაში მოგვმართეთ მხოლოდ განყოფილების მოდერაციასთან დაკავშირებით.ფორუმის წესები უკრძალავს იუზერებს მოდერების მიმართ პრეტენზიების გამოთქმას ფორუმზე და ავალდებულებს ურთიერთობების მხოლოდ პმ-ით გარკვევას ,მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ მაინც ასეთი თემის გახსნა იუზერების ინტერესებიდან გამომდინარე.
ჯერჯერობით სულ ესაა,აპდეიტები იქნება...
This post has been edited by ტანკე on 3 Sep 2007, 14:49
--------------------
ჩემი ჰალსტუხი მიმართულებას უჩვენებს მათ ვისაც მე არ მოვწონვარ... - “Each of us is full of shit in our own special way. We are all shitty little snowflakes dancing in the universe.” (C) Lewis Black
|