ჩვენ გვინდა იდეალურ სამყაროში ვიცხოვროთ და თავად ვისწრაფვით ვიყოთ იდეალურები (მცნება "იდეალი" და "იდეალური" ყველასთვის სხვადასხვანაირად აღქმადია)... ჩვენი იდეალური სამყარო საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და ჩვენც ამ ჩამოყალიბებული სქემის მიხედვით ვცხოვრობთ... არადა ხშირად ფიქრობ -როგორი მოსაწყენია ამ სამყაროში ცხოვრება .., თითქოს იდეალი შთაგონებას უნდა გაძლევდეს, ამ დროს პირიქით ხდება-ის გიზღუდავს აღქმის უნარს..
ჩვენ თვითონ ვიქმნით ჩარჩოებს და ვცდილობთ გამოვაძევოთ იქიდან ყველაფერი, რაც ხელს გვიშლის ვიყოთ თავდაჯერებულები... იმიტომ , რომ ამ ჩარჩოებში ადვილია ცხოვრება, აქ ყველაფერი გარკვეულია, იცი სად გადის ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის, სამართალსა და უსამართლობას შორის და ა.შ...
ანუ იდეალური სამყარო მეტად მოსაწყენია, იქ ვერ იცხოვრებ... იქ მხოლოდ თავის შეფარება შEგიძლია, როცა ცდილობ რეალობას გაექცე...
საინტერესოა პატივცემული საზოგადოების აზრი...