ახლახანს წავაწყდი მნათეუსის და სხვა იუზერების მიმართ სერიოზულ კრიტიკას... მნათეუსს სატანისტური სექტის საყვარელ ბიჭუნად მოიხსენიებენ... :
მართლმადიდებელი კანონიერი ხელისუფლების აღდგენას და ახალი რუის-ურბნისის კრების მოწვევას იმიტომ მოვითხოვთ, რომ საუკუნეთა განმავლობაში ჩვენს ტრადიციულად მართლმადიდებელ ქრისტიანულ ქართულ სახელმწიფოს მიჰმადლოს საბოლოოდ უფალმა ღმერთმა პატრონი - კანონიერი ხელმწიფის და წმიდა პატრიარქის სახით, რათა სამუდამოდ მოიკვეთოს ჩვენი მოდგმიდან “თბილისის ფორუმის” მსგავსი სატანური გმობა! დააკვირდით ამ სახეებს, წაიკითხეთ მათი სამარცხვინო გმობანი და თავად გამოიტანეთ დასკვნა_ მიხეილ სააკაშვილის, ნინო ბურჯანაძის და ზურაბ ჟვანიას მიერ განხორციელებული ვარდების რევოლუციის „დემოკრატიის” ამ პირმშოთა წინააღმდეგ უნდა განხორციედეს თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნა ჩვენი წმიდათაწმიდა სულიერების -მართლმადიდებლობის გაუგონარი შეურაცხყოფის და ბინძური გმობის გამო?! ჩვენს პროტესტზე „თბილისის ფორუმის” ხელმძღვანელმა თემურ ხაინდრავამ განგვიცხადა რომ მისი საითის რელიგიური განყოფილების წევრებს ყველას ჰყავს მოძღვარი და „ლოცვა-კურთხევა” მღვდლებისგან აქვთ მიღებული, ჩვენ ვიფიქრეთ რომ იგი ამას იგონებდა, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ მის ფორუმზე მოქმედი სატანური სექტის წევრთა საყვარელი „ბიჭუნა” ფსევდონიმით „მნათეუსი”, წარმმართველი რელიგიური განყოფილების თემებისა და ღვთაებრივ სიწმიდეთა აბუჩად აგდებაში თბილისის ფორუმის სხვა წევრების წამახალისებელი თურმე ყოფილა ილია მეორის სტიქაროსანი; იხილეთ ამ ახალგაზრდა სატანისტი მგმობელის ჩვენს წერილში გამოქვეყნებული ილია მეორესთან თანამწირველობის ფოტო მტკიცებულებაც. მათ შეეფერება ბრძნული გამონათქვამი „მამა ნახე - შვილი ისე გამონახეო”
პირადად მნათეუსზე(მის ფოტოებზე, რომლებიც "საიდუმლო ოპერაციის" შედეგად ჩაიგდეს ხელში):
1.თბილისის ფორუმის რელიგიური განყოფილების ღვთისმგმობელი არქიმოდერატორი, ილია მეორის სტიქაროსანი, ფსევდონიმით „მნათეუსი” დიდუბის ტაძარში თავის „უწმიდესთან” წირვაზე...
2. თბილისის ფორუმის რელიგიური განყოფილების ღვთისმგმობელი არქიმოდერატორი ილია მეორის სტიქაროსანი ფსევდონიმით „მნათეუსი” ილია მეორის ერთ-ერთ ტაძარში „ლოცვისას”
http://didgori.wordpress.com/2008/12/20/%E...83%94%E1%83%91/პ.ს. ასევე "დიდგორი" უპირსიპირდება შემდეგ იუზერებს:
„აჩრდილი”, „ციკლონი”, „მამა ჯემალი”, „ოლივერი”, „ეგრი” და დანარჩნები, ნახეთ საიტზე...
Estote ergo vos perfecti sicut et Pater vester caelestis perfectus est! Non quod intrat in os, coínquinat hóminem : sed quod procédit ex ore, hoc coínquinat hóminem. Et erunt duo in carne una. Ítaque jam non sunt duo, sed una caro. Qui non díligit, non novit Deum : quóniam Deus cáritas est!