მოკლედ არ ვიცი დიდი იმედი მაქვს რომ ან ჯეოსელის ან სხვა მობილური ოპერატორის სპეციალისტი შემოიხედება და რჩევას მომცემს.
საქმე იმაშია რო მე მაგთის ნომერი მაქვს და ჩემ ახლობელს ჯეოსელი, და ამ ორ ნომრებს შორის დაკავშირებისას მოხდა ეს, ანუ სად დამეწერა ვერ გავარკვიე და დავწერე აქ ..
დილით დამირეკა მეგობარმა.. ყურმილის პირველ აღებაზე არაფერი არ მესმოდა, არც მეორეზე .. ვიფიქრე ნუ არაუშავს ცუდი კავშირია. მესამედ დამირეკა ავიღე ყურმილი, მაგრამ ჩემი მეგობრის ხმის მაგივრად ვიღაც ქალი მეუბნება რაღაცას მეგრულად ! და მიკიდებს ყურმილს.,. ეგ მაშინ როდესაც ნომერი დაფიქსირდა ჩემი მეგობრის... თან ყველაზე უცნაური ისაა რომ იმ ქალის ხმის ინტონაციით მივხვდი რო იმან აიღო ყურმილი და არა დარეკა :O
ამის შემდეგ გადავრეკე ჩემი მეგობრის ნომერზე და ჩვეულებრივად დავუკავშირდი, .. მაგრამ გაირკვა რომ იმ მომენტში როდესაც მე ავიღე ყურმილი (მეგრელ ქალბატონს რომ ველაპარაკე) მის (მეგობრის) დარეკილ ზარზე უპასუხა ვიღაც კაცმა :O
ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ერთხელაც შეგვემოწმებინა რა ხდება. ისევ დავარეკინე ჩემთან და იგივე ! ამჯერად აიღო ვიღაც უცხო კაცმა რომელიც როგორც ჩანს ახალი გაღვიძებული იყო - რაღაც ჩაიბურტყუნა და დამიკიდა ყურმილი....
გადავრეკე მეგობართან, ველაპარაკები ,, და მაგ დროს ! შემოდის მეორე ზარი - ისეთი რომელმაც მართლაც რომ შემძრა - ზარი იყო ჩემი კონტაქტ სიიდან მაგრამ საკმაოდ ძველი კონტაქტი - ადამიანი რომელთანაც ერთად მე ვმუშაობდი დაახლოვებით 7 წლის უკან, მაგრამ ბოლოს ვნახე 5 წლის წინ.. თან ზარი იყო ქალაქის ნომრიდან ! 82294 .... მოკლედ ეს რომ დავინახე ეგრევე გადავერთე მაგ ზარზე მაგრამ ხანმოკლე სიჩუმის მერე კავშირი გაწყდა .. სახსენებელია ის ფაქტიც რომ ეს ადამიანი არ იმყოფება საქართველოში - ის უკვე ორი წელია რაც საზღვარგარეთ ცხოვრობს..
მოკლედ ამ ინცინდენტის მერე დავურეკე ისევ ჩემ მეგობარს , ჩემგან დარეკილი არანაირ პრობლემას არ ქმნიდა და ყოველთვის უკავშირდებოდი რაც დღეს დავრეკე. გაირკვა რომ მან სცადა დაერეკა ოჯახის წევრის ერთ ერთ მობილურზე(მას და მეორე მობილურის პატრონს - ორივეს აქვთ ჯეოსელი 877 და 855) და უპასუხა მაგთის ავტომოპასუხემ - რომ მობილური გასულია მომსახურების ზონიდან........ მოკლედ არ ვიცი რა არ ვიფიქრეთ, ეხლა იმყოფება ბათუმში და იქ ბევრი ანძებია, წვიმს, რას არ დავაბრალეთ პასუხი მაინც ვერ გავარკვიეთ
პირველი მიზეზი გაუგებროობის ისაა რომ რამდენჯერაც დამირეკა იმდენჯერ იწერებოდა მისი ნომერი და მე რო ვიღებდი ყურმილს - მპასუხობდა სულ სხვა და სხვა უცხო ადამიანი თან ისე რომ ჩემგან იყო დარეკილი მასთან !
მეორე მიზეზი ისაა რომ ჩემი ძველი თანამშრომლის ნომერი ვიცი მხოლოდ მე, და ისიც ვიცი რო არაა საქართველოში,
და ასე შემდეგ - მოკლედ ...
სამსახურში კიდევ ვფიქრობდი ამაზე და გადავრეკე ერთხელაც და ვთხოვე გადმოერეკა (მეგობართან).
ისევ ის
მპასუხობს უცხო ადამიანი - სულ სხვა.
ეს გრძელდებოდა სადღაც 11 საათამდე დილით, მერე მე 8 ცდის მერე და ადრენალინის და აგრესიის მაღალ დონესთან მიღწევის შემდეგ ყვეაფერი გამოსწორდა..
მოკლედ ერთ რაღაცას დავამატებდი - გთხოვთ არ გინდათ ბანალური შეფასებები - მე რეალურად გავარკვიე რო კაიფს არ ჰქონია ადგილი (და ვერც ექნებოდა ზოგი ფაქტის გამო), უბრალოდ ისეთ ადამიანს ველაპარაკებოდი ვინც ამას არ და ვერ იზავდა და თვითონაც ძალიან მაგრად განიცადა.
დარწმუნებული ვარ რომ ის ადამიანები ვისაც მე უკავშირდებოდი ასევე ამ სისტემის "დაზარალებულები" არიან - მათ ხმაში აგრესიის ნიშნების არსებობის გამო

და უბრალოდ გთხოვთ მოიწეროთ თუ ესეთი რამე შეგმთხვევიათ ...
რას დავაბრალო - მობილურის ვირუსს, ჯეოსელის მონაცემთა ბაზებს, მაგთის ბაზებს, წვიმას, ჭექაქუხილს თუ რას ??
და რაღა თქმა უნდა ამის გარკვევას ვაპირებ თვითონ მაგთის და ჯეოსელის ოფისებშიც.