#6847588 · 3 Oct 2007, 01:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საინტერესო იქნება აზრების შესახებ გვესაუბრა, მის ფილოსოფიურ თუ სულიერ ასპექტში განხილვით...
აზრს თუ დააკვირდება ადამიანი, მას შეუძლია უსაზღვრო ფანტაზიური ფორმების შექმნა წარმოსახვაში, რომელსაც ადამიანი სხვა თვალით ხედავს, წარმოსახვის თვალით, ეს აზრის მიერ შექმნილი ფანტაზიის თუ რეალური სიტუაციების წარმოსახვითი ფორმები ადამიანისთვის ხილული რამაა, თან საინტერესო ისაა, რომ ეს ყველაფერი აზრის მასალისგან შესდება, ანუ აზრი ქმნის ფორმებს და თვით იგია ის, არა აქვს მნიშვნელობა რას ქმნის, გინდაც უსაზღვრო კოსმოსი იყოს წარმოდგენაში შექმნილი, ის ყველაფერია ამავ დროს... აზრის ეს თვისება მეტად საინტერესოა და მიგვანიშნებს იმაზეც რომ ღმერთის ყველგან და ყველაფრად ყოფნა სწორედ ასეთი სახითაა შესაძლებელი... ის ქმნის ყველაფერ ისევ თავის თავში და მოიცავს ყველაფერს, აზრების იგივენაირი თვისება მიგვანიშნებს რეალური მაგალითის სახით ამ შესაძლებლობას, რომ არის ის რაც მატერიის ფორმებს სცდება და ასეთი უნარი გააჩნია...
--------------------
ლოცვა: …იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, მოგვიტევე ცოდვები ჩვენნი და გააბრწყინე დღეს საქართველო... იყოს ნება შენი ქვეყანასა ზედა, სიყვარული საქართველოსა ზედა იმედად მსოფლიოსა ზედა. yovel otxshabats sagamos 7 saatze caikitxavt 3-jer, mteli msoplios qartvelobas gaaertianebt. © Artist
|