გიორგი მეორეს გადაყენებაში უდიდესი წვლილი შეიტანა დიდი ალბათობით მიწისძვრამ, რომელიც მეფის ცოდვებს დააბრალეს და მაგ ცოდვებში მალიქ შაჰს რომ ესტუმრა და მორჩილება აღუთქვა მაგას უთვლიდნენ ალბათ.
დავითი გაამეფეს იმის გამო, რომ 16 წლის ტიპის მართვა მარტივი იქნებოდა )))
ან შეიძლება მართლა დავითმა მოაწყო აჯანყება მამის წინააღმდეგ და მემატიანეებმა შეალამაზეს, რადგან მამის ტახტიდან ჩამოგდება არაა მთლად კაი საქციელი და მარტივად ვერ გააპრავებდნენ )))
გიორგი მეორე არ იყო ცუდი მეფე, არ გაუმართლა რაღაცებში თორემ სწორი გადაწყვეტილება იყო მისი მხრიდან გინდ მალიქ შაჰთან ვიზიტი, გინდ კახეთზე რომ არ გაილაშქრა, რის გამოც ქართველმა გენიოსმა ისტორიკოსებმა და გამსახურდიამ გააკრიტიკეს :დ
ახლა ვინც ფიქრობს, რომ დავითმა მხოლოდ გამართლების ხარჯზე გაქაჩა, ძაან მაგრად ცდებიან.
ფაქტია რომ დავითი იყო გენიოსი და ამავე დროს ყველაზე არა ქართველურად მოაზროვნე ტიპი )))
წიგნებს ეტყობა მართლა ტყუილად არ კითხულობდა :დ
სხვა არცერთ მეფეზე არ წერია წიგნებზე გიჟდებოდაო )))
თან მერწყული იყო