ე.ი. ვინც არ იცით რა ხდება, გეტყვით:
2005 წლის მარტში წამოვიწყეთ ეს ამბავი (აი ძველი თემა:
http://forum.ge/?showtopic=33588333&view=findpost&p=1121952).
დავეკონტაქტე მაშინდელ თბილისის მერს, ზურაბ ჭიაბერაშვილს (ფორუმზე იყო დარეგისტრირებული) და ვთხოვე დახმარება გაეწია.
მან დამაკავშირა "თბილისის კორპუსი"-ს უფროსთან შალვა ცხაკაიასთან და მისი საშუალებით მოვაგვარეთ ნერგების და სამუშაო იარაღების საქმე.
20 მარტს დავრგეთ 110 ძირი ცაცხვი.
დაგვპირდნენ იმ რაიონის გამწვანების სამსახურის თანამშრომლები, რეგულარულად მოვრწყავთ და მოვუვლითო, მაგრამ სამწუხაროდ დანაპირები არ შეასრულეს და მხოლოდ რამდეიმე ხე გადარჩა იმ 110 ძირიდან.
იმის მერე წარამარა მახსენებდა ზარაზა, კიდევ დავრგოთ ნერგებიო

.
ჰოდა მე ცოტა დრო მაქვს და იქნებ ერთიანი ძალისხმევით მოვაბათ თავი.
მოკლედ, ამჯერად მე ვფიქრობ არვის იმედი არ უნდა გვქონდეს.
ჯობია ჩვენით შევიძინოთ თითო ნერგი (10-15 ლარი ჯდება მაქსიმუმ) და დავრგოთ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე.
მორწყვითაც მორიგეობა დავაწესოთ.
ეს ყველაფერი უნდა მოვასწროთ იმ შაბათ-კვირას (22-23), თორე მერე დარგვის სეზონი გავა.
ე.ი. საშოვნელი გვაქვს ნერგები და ბარები, მიწის ამოსათხრელად.
თუ ბარები ვერ ვიშოვეთ, რეაქციებიდან დარჩენილი სამხედრო ბარებია და იმითაც მოვახერხებთ რამეს.
ადგილზეც ვიფიქროთ, სად შეიძლება ხეების დარგვა, რომ მორწყვაც არ იყოს პრობლემა.
აბა ვის გაქვთ სურვილი მიიღოთ ამ კარგ საქმეში

...
P.S. ახლა სამსახურიდან ვწერ და ცოტა არეულად დავწერე.
თუ რამე კითხვა გაქვთ, დამისვით და გიპასუხებთ.