#29377223 · 25 Jan 2012, 18:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა. ჩემი ახალი თემის გახსნა უკავშირდება ნომრების მფლობელებზე და ნომრებზე ინფორმაციის კონფიდენციალობას. გასაგებია, რომ კონფიდენციალურია ინფორმაცია და არც-ერთი ქოლ-ცენტრის ოპერატორი მას არ გასცემს უცხო ნომერზე. პლუს ამას, ბილაინს აქვს დამატებითი ფუნქციაც, დაადებ პაროლს ნომერს და მანამ მას ოპერატორს არ ეტყვი, ინფორმაციას საკუთარ ნომეზეც ვერ მიიღებ. ეს ძალიან კარგია, მაგრამ სხვა რამგანვიხილოთ. წეღან 1 ადამიანთან მქონდა საუბარი, რომელმაც ჩემი ნომრის სანაცვლოდ, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, სექსიც კი სემომთავაზა. მას შემდეგ, რაც უარი მიიღო მითხრა, რომ გაიგებდა ჩემს ნომრებზე ინფორმაციას და იმ ნომრებსაც, რომლებიც ჩემზეა გაფორმებული. ვუთხარი, რომ ეს ინფორმაცია კონფუიდენციალური იყო და მას არც ერთი ოპერატორი არ გასცემდა. მან კი სემდეგ ასეთი რარაც მითხრა: ჯეოსელის ბილინგის უფროსი ჩემი "ბრატია" და რომ ვთხოვო, უცებ ამოაგდებს სენს ვინაობას და უცებ გავიგებო. გთხოვთ, ამიხსენით, რა არის ჯერ საერთოდ ბილინგი და ვინაა მისი უფროსი, რომ ასე ბრატეისთვის ადვილია გაგება ინფორმაციის, რამდენად სამართლიანია და საერთოდ, რეალურია თუ არა. თუ შედარებით კომპეტენტური ადამიანი გამცემს პასუხს, უკეთესია. პ.ს. მან მითხრა, რომ მას სეუძლია ყველა ქსელის აბონენტებზე მისცეს ინფორმაცია.
|