მე ამ ფორუმში ვეძებდი ამ თემის მსგავს თემსას და ვერ წავაწყდი.(თუ სადმე მსგავსი თემა უკვე გახსნილია იმდეია ყველა გაგებით მომიდგება და დიდად არ გამკიცხვას ამ თემის გახსნისათვის

)
მოკლედ მე რისი თქმა მინდა. პირადად მე და სავარაუდოდ უმრავლესობა ჩვენთაგანი აქ საქართველოში მცხოვრებნი(და არა მარტო საქართველოში მცხოვრებნი) პრეორიტეტულ სანახაობრივ სპორტის სახეობებს ვირჩევთ ხოლმე. მე პირადად პატარაობიდანვე მიტაცებდა ფეხბურთი, ტენისი, კალათბურთი და რა თქმა უნდა პროფესიონალური ბოქსი(განსაკუთრებულად აბსოლუტური, მძიმე წონოსანების დაპირისპირება.)
მათ ვინაც ამ თემას კითხულობს რა თქმა უნდა ყველას აქვს საშუალება თუნდაც ვიკიპედიაში მოიძიოს ესა თუ ის ინფორმაცია თუნდაც ამ სპორტთან დაკავშირებული მაგრამ მე მცირედს ისტორიიდან მაინც მივაყოლებ.
ჯერ კიდევ ეგვიპტეში ნაპოვნია გამოსახულებანი ხელშეხვეული, ხელდაბინტული მოპაექრე მოჩხუბრებისა და ეს გამოსახულებანი თარიღდება სადღაც მეორმოცე საუკუნით ჩვენს წელთაღრიცხვამდე. სადღაც 6000 გამოსახულება მსგავსი ფორმის დაპირისპირებისა ნაპოვნია დღევანდელი ეთიოპიის ტერიტორიაზე.ასევე პატარა ქანდაკებები ამ ჩხუბების ამსახველი ნაპოვნია ძველი მესოპოტამიის თაძრების ნანგრევებში.
688 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე მუშტიკრივი პირველად იქნა შეტანილი ანტიკური ოლიმპიური თამაშების პროგრამაში.ქუჩის მუშტიკრივის წესების დაწესებას მიაწერენ ჰერაკლეს.
ბოქსის აღორძინება მას მერე რაც ის აკრძალული იქნა ეკუთვით ინგლისელებს. მათვე ეკუთვნით დღევანდელი სახელწოდება ამ სპორტის boxing.
პირველი ოფიციალურად დაფიქსირებული ორთაბრძოლა ამ სპორტის სახეობაში გაიმართა 1681 წლის 6 იანვარს ვინმე ყასაბსა და ჰერცოგ ალბემარლსის ლაქიას შორის.
სწორედ ამ თარიღით აითვლება თანამედროვე ბოქსში ორთაბრძოლების ისტორია.
მოკლედ მას მერე მიდის მუდმივი დაპირისპირება ორთაბრძოლები მსოფლიოს უძლერესი ბოქსიორის გამოსავლენად და ამ სპორტის სახეობამ ურიცხვი მსოფლიო სპორტის ლეგენდა დატოვა და იმედია კიდევ არაერთს მოავლენაბს.
მე და ალბათ უმრაველსობას ვისაც ჩემსავით დილეტანტის დონეზე უყვარს ეს სპორი გამორჩეული სპორცმენი ეყოლება.
მსოფლიოში დღემდე ვერ გაურკვევიათ და ალბათ ვერც ვერასოდეს გაარკვევენ ადამიანთა გემოვნებების სხვადასხვაობის და შეხედულებების განსხვავებულობისდა გამო თუ ვინ იყო დღემდე ყველაზე ძლიერი მოკრივე მსოფლიოში. საზოგადოების უმრავლესობის ერთი ნაწილი მუხამედ ალისკენ იხრება მეორე როკი მარსეანოსკენ მესამე ტაისონისკენ.
მე პირადად ჩემი აზრით მჯერა რომ ამ სპორტშიც ისევე როგორც ფეხბურთსა თუ ტენისშიც არსებობს ეპოქები და ამ ეპოქებს ქმნიან მსოფლიოს უდიდესი გიგანტი ლეგენდად ქცეული მოკრივენი.
მე პირადად, პრიორეტეტს რკინის მაიკს ვანიჭებ.
მიუხედავად ყველაფრისა და სხვათა აზრისა ჩემი კუმირი ამ სპორტში მაიკ ტაისონია.
მოკლედ თქვენც გექნებათ აზრი და თქვენი შეხედულებები ამა თუ იმ სპორცმენისადმი თქვენც გეყოლებათ თქვენ თქვენი კუმირი ამ სპორის სახეობაში თუნდაც (პენსიონერების მცემელი)კანდელაკი.