ირანული წიგნის კვირეული, თბილისში და თეირანში დღეს ერთდროულად დაიწყო. ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წიგნებთან ერთად, ხელნაკეთი ნივთები, ეროვნული ტექსტილი, ნაციონალური კოსტიუმების დეტალები და ირანელი ხალხის ბუნების და არქიტექტურის ამსახველი ფოტონამუშევრები იყო წარმოდგენილი
ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ირანისთვის, რადგან ის ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის კულტურული და ლიტერატურული წრეების განვითარებას. ეროვნულ ბიბლიოთეკებს შორის გაიმართება მოლაპარაკება.
ორი ირანელი მწერალი ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართველ მწერლებთან შესახვედრად ემზადება,ისინი ამბობენ, რომ საქართველოს შესახებ ირანული ეპოსიდან სმენიათ.
ქართულ-ირანული შეხვედრის შემდეგ ეროვნული ბიბლიოთეკის ორიენტალისტიკის ცენტრი, ირანელებისაგან საჩუქრად გადმოცემული წიგნების ფონდითაც გამდიდრდა.
როდემდე გრძელდება, ხომ არ იცით?
* * *
http://imedi.ge/ირანული-წ
This post has been edited by WOMAN IN LOVE on 2 Dec 2009, 17:34