#6754405 · 24 Sep 2007, 10:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტიბეტურმა ბუდიზმმა გასხივოსნებულების უძველესი სწავლებები შეინარჩუნა მაშინ, როდესაც ინდოეთი ბარბაროსების შემოსევებს უმკლავდებოდა და რაც ბოლოს უძველესი ცივილიზაციის დაცემით დასრულდა. ტიბეტური სწავლებებიდან ყველაზე იდუმალი და ყველაზე უმაღლესი სწავლება, რომელიც საუკუნეების მანძილზე მხოლოდ რჩეულებისათვის იყო ხელმისაწვდომი, ტიბეტის ოკუპაციის შემდგომ დასავლეთში გავრცელდა და დღეს მის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებითაც კი ვრცელდება. ეს სწავლება იმდენადაა მნიშვნელოვანი რომ გაცილებით ადვილად ეთავსება როგორც თანამედროვე მეცნიერულს მსოფლმხედველობას, ასევე სხვა რელიგიურ პრაქტიკასაც და თანამედროვე ცხოვრების სტილს. * * * რამოდენიმე წლის წინ ქართულად ითარგმნა ძოგჩენის ცნობილი თანამედროვე ოსტატის პატრულ რინპოჩეს ნაშრომი რიგპას სიბრძნე, რომელიც ძოგჩენის ორ ძირითად პრაქტიკას: შინეს და ჰლათონგს ეძღვნება. აი ციტატები ნაწარმოების შესავლიდან, რომელიც ნათლად გამოხატავსძოგჩენის არსს:
უარი სთქვით ყოველგვარ საძრახის ქმედებაზე, ყოველთვის სიკეთე აკეთეთ, სრულიად დაეუფლეთ საკუთარ გონებას — — ეს არის ბუდას მოძღვრება. ბუდა შაკიამუნი
ძოგჩენის ცოდნა, მთათა მწვერვალთაგან ყველაზე მაღალ მწვერვალზე დგომას ჰგავს: ყველა დანარჩენი მთა კარგად მოჩანს და მოკლებულია იდუმალ საფარველს. და ყოველივე, ვინც ამ უმაღლეს მწვერვალზე შედგება შეუძლებელია განპირობებული იყოს ვინმეს, ანდა რაიმეს მიერ. ტექსტიდან: “ძოგჩენ-უპადეშა ტანტრა”
ძოგჩენის მდგომარეობა, ანუ გასხივოსნება — ეს არის არა ცოდნა სამყაროს შესახებ, არამედ სამყაროს ბუნების ცოცხალი განცდა. ნამკაი ნორბუ. ძოგჩენის ოსტატი, ნეაპოლის უნივერსიტეტის პროფესორი
--------------------
Дайте нам в руки автоматы. Дайте нам атомную бомбу, И мы испепелим ваш мир до корней, Чтоб уничтожить чумы бациллу...
|