გილოცავ თბილო ადამიანო დაბადების დღეს
თურმე რატომ თბილა ასე ძალიან დღეს...
ეს შენ
არ მინდა საგნის დასახელება,
ის არის მგზავრი ამნაირ დილის.
იქით მთებია, აქეთ ღელეა
და მინდორს ფარავს ხეების ჩრდილი.
ჩემი იღბალი მუდამ ასეა,
ფიქრი არ წყდება და მზე არ იცდის.
ეს დღევანდელი დღე ძვირფასია,
ასე უზომო ხეტიალისთვის.
ბაღში ფოთლები ისევ გროვდება,
ფოთლები, ასე შორს დაფენილი.
და ახლა გვიან მე მაგონდება,
ფიქრი, მოსული და გაფრენილი.
This post has been edited by hantenbaini on 25 Sep 2007, 17:42