ჰეჰ, ამხელა განყოფილებაა სპორტზე და სპორტის დედოფალზე კი თემას ვერ მოვკარი თვალი, სამწუხაროა

პირადად მე 4 წელი ვიყავი დაკავებული ამ სპორტით, კერძოდ სირბილი 60-100-400 მ., სიგრძეზე ხტომა და სამხტომი, მაგრამ შევეშვი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი მისდევს ამ სპორტს, არანაირი პრასვეტი არაა მაინც, ფეხბურთზე, კალათბურთზე, რაგბიზე, ჩოგბურთსა და ჭიდაობაზე ყოველდღეა საუბარი ყველა სპორტულ გაზეთსა თუ გადაცემაში და ამ სპორტმა რა დააშავა?

საკმაოდ ბევრმა პერსპექტიულმა სპორტსმენმა სწორედ მაგის გამო დაანება თავი ვარჯიშს... 2004 წლის ოლიმპიადაზე სიგრძეზე მხტომელმა გოგომ, იულია დუბინამ მე15 ადგილი აიღო, მაგრამ ეკადრებოდა ვინმეს რამის თქმა რადგან საპრიზო ადგილზე არ გავიდა? უბრალოდ ძალიან ბევრი ადამიანი აკლდება ქართული სპორტის ისტორიას მხოლოდ იმის გამო, რომ სათანადო ყურადღება არ ექცევა... მოკლედ...