#6799847 · 28 Sep 2007, 12:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"ოქრუაშვილმა მოითხოვა ლოცვანი და ჯავახიშვილის წიგნი". ეკა ბესელიამ კამერის წინ "გამოიტანა" წიგნები და უჩვენა მთელ ქვეყანას. რესპუბლიკელებმა კი იმაზე დაიწყეს ლაპარაკი, რომ ხელისუფლება ეკლესიას ებრძვის. რატომ იყენებენ მუდმივად ეკლესიას თავიანთი მიზნებისთვის ქართველი პოლიტიკოსები? რატომ სჯერა ამის ხალხს? რატომაა, რომ ყოფილი კომკავშირლები, რომლებიც პირადად მე და ჩემს თაობას ეკლესიაში არ გვიშვებდნენ, დღეს ჩემს რწმენაში ეპარებათ ეჭვი, რადგან ეკლესია აქ "თეატრად" იქცა. ვინაა ეკლასიის მტერი, როცა საქართველოში ყოველ ათ მეტრზე ჯვრები დგას და განუწყვეტლივ შენდება ეკლესიები?... საიდან ჩნდება ეს ფარისევლობა - ჩვენი კულტურის ნაწილია (თეატრალურობა და სიყალბე), თუ საბჭოთა გადმონაშთი?
--------------------
"საქართველო ესმის მხოლოდ მაღალგანვითარებულ ადამიანს" © ბასა ფოცხიშვილი ”საკანში”
«Мы должны отделиться. Хватит вместе с русскими страдать и вместе с ними жить в дерьме!» - Мераб Мамардашвили 1989.
|