#40671058 · 22 Apr 2014, 18:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უკვე რამდენი წელია ვეხმარებით ხალხს ამერიკის სავიზო განაცხადების შევსებაში და მწვანე ბარათის ლატარეაში რეგისტრაციაში. ყოველთვის ამ ხნის განმავლობაში, ვიმეორებ - ყოველთვის ვცდილობდით სახელი და გვარი სწორად ჩაგვეწერა ინგლისურ ენაზე. მაგალითისთვის - ავთანდილი ხომ არის ქართულად – ინგლისურად ვუწერდით Avtandil –ს. ბოლოში i-ს გარეშე. სხვა სახელებსაც შესაბამისად ვასწორებდით. სადაც ეწერა დავითი, ინგლისურად ვუწერდით David–ს. მეტსაც გეტყვით, ზოგ სახელებს, როგორიცაა ნიკოლოზი – ვუწერდით როგორც Nicholas. არსად არავის არანაირ პრობლემებს არ უქმნიდა საპასპორტო განყოფილება. აი დრეს კიდევ ადამიანი, რომლის სახელიც ავთანდილი არის საპასპორტო განყოფილებაში ჯვარს აცვეს ლამისაა იმის გამო, რომ პასპორტში ინგლისურად Avtandil-ის ჩაწერა მოითხოვა ინგლისურ ენაზე, i-ს გარეშე. იცით რა უთხრეს? მოქალაქეობის შესახებ ახალი კანონის თანახმად ამას აწი ვეღარ გავაკეთებთო. ამისთვის სახელის შეცვლაა საჭიროო. სახელის შეცვლა 150 ლარზე მეტი დაგიჯდებათ რასაც 45 დღე ჭირდებაო, ხოლო დაჩქარებულს კი 350 ლარი თუ რაღაც მსგავსი თანხა.
იბადება შეკითხვა – ეს ყველაფერი ბიუჯეტში ფულის შესატანად და ხალხისთვის უაზრო პრობლემების შექმნის მიზნით გაკეთდა?
წინა წლებში და ყოველთვის რაც თავი მახსოვს – ეს პრობლემა არასოდეს არ ყოფილა და ხშრად საპასპორტო განყოფილება გიორგის უწერდა ინგლისურად George–ს, დავითი ვისაც ეწერა David _ს , თუმცა გვაქვს ნანახი Daviti, Davit და სხვადასხვა ვარიაციები. ახალი წესი რა ლოგიკის თანახმად შემოიღეს ვერ ვხვდები.
ჩემი აზრით ინგლისურ ენაზე სახელის "თარგმისას" მნიშვნელოვანია ეს სახელი ქართულ ენაზე დადგეს წოდებით ბრუნვაში და მისი შესატყვისი ვარიანტი ჩაიწეროს ინგლისურად. მაგალითად არჩილი წოდებით ბრუნვაში იქნება არჩილ და ინგლისურად ყველაზე მიზანშეწონილი იქნება ის ჩაიწეროს, როგორც Archil. ამასთანავე – როდესაც ვწერთ ქართულ ენაზე ჯერ სახელს, მერე გვარს – ავტომატიურად არჩილი ხდება არჩილ, ხოლო შებრუნებით (ჯერ გვარის, მერე სახელის) დაწერისას სწორად იქნება არჩილ. მაგალითისთვის არჩილ კაპანაძე, შებრუნებით კი კაპანაძე არჩილი.
თუ სხვებსაც მსგავსი პრობლემა შეგექმნათ გთხოვთ დაწეროთ და მოითხოვოთ. ეს ჩვენი მოქალაქეობრივი უფლებაა! ბიუროკრატიამ არ უნდა დაგვჩაგროს!
This post has been edited by JavaCyberCafe on 22 Apr 2014, 18:35
|