აუფ

რა აგიხსნა აბა ... ტორენტი p2p სისტემაა

ანუ peer to peer .. ეგ ნიშნავს რომ peer ანუ ნებისმიერი მომხმარებელი ფაილს სერვერიდან კი არა ვიღაცის კომპიუტერიდან იწერს

ესეთები იყო არესი ედანქი და მრავალი სხვა. მაგრამ ტორენტს აქვს ძალიან ბევრი უპირატესობა.. ჯერ პირველი და მთავარი ის არის, რომ ფაილი შეგიძლიათ გადმოწეროთ ერთდროულად რამოდენიმე მომხმარებლისგან

ეს საშუალებას გაძლევთ ფაილი მიიღოთ მაქსიმალურად სწრაფად. peer -ებს რომლებიც ტვირთავენ ფაილებს ან უბრალოდ ცდილობენ დაეხმარონ სხვას გადაწერაში ქვიათ seeders ანუ სიდერები.. seed თვითონ სიტყვა დათესვას ნიშნავს.. და peer რომელიც იწერს ფაილს ქვია leecher ანუ ლიჩერი... სიდერების და ლიჩერების რაოდენობა შეზღუდულია არ არის. და ყველაზე კარგი თვისება ტორენტის მაინც ის არის, რომ შეგიძლიათ გადმოწეროთ ფაილი მიუხედავად იმისა seed-ერს აქვს თუ არა იგი ბოლომდე გადაწერილი. ანუ გიხსნით : მომხმარებელი რომელიც დებს ფაილს თავიდან უნდა ქონდეს ამ ფაილის 100 % ... მაგრამ თუ მოახერხა ვიღაცამ ამ ფაილის 50 % გადაწერა თქვენ შეგიძლიათ მისგან მიიღოთ 50 %... საერთოდ ტრეკერი საქართველოში ძალიან საჭიროა ჩემი აზრით იმიტომ რომ ძირითადად ეგოისტი მომხმარებლები ftp-s მიჩვეულები თიშავენ სიდ-ს

ჩვენი მოვალეობა კი ის არის, რომ ესეთი შემთხვევები არ დაფიქსირდეს. მეტი რაღა გითხრათ აბა თუ რამე გაინტერესებთ დაფოსტეთ... Torrent სისტემა გამოიგონა ადამიანმა სახელად Bram Cohen.
* * *
აუ დამეღალა ხელები

მაგ საკითხებში კარგად ვერკვევი და თუ რამე დაგჩირდათ მომწერეთ ყველაფერში დაგეხმარებით და აგიხსნით!!!
ეს ტხლაშოს დაწერილია და გადახედე