#6839689 · 2 Oct 2007, 11:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სტანისლავ ლემის მთავარი ღირსება იუმორი არ არის. მისი შემოქმედების განხილვა მხოლოდ იონ ტიხის შესახებ შექმნილი პაროდიის მიხედვით ძალიან ცალმხრივი შეფასება იქნება. ლემის მთელი სიძლიერე მის უზარმაზარ ჰუმანიზმში მდგომარეობს, უსაზღვრო ფანტაზიაში და მომავლის იმედში, რომელიც ლეიტმოტივად გასდევს მთელ მის შემოქმედებას.
ცნობილია "სოლარისის" გადაღების შემდგომ ანდრეი ტარკოვსკის და სტანისლავ ლემის დაპირისპირების ცნობილი ამბავი. თუ როგორ ეძახა "დურაკი" ლემმა ტარკოვსკის და თუ როგორ დატოვა რუსეთი ამბიციურ რეჟისორზე განრისხებულმა. ტარკოვსკიმ თავის "სოლარისში" ეთიკური დრამა დადგა და აღწერა ის, თუ როგორი კარგია დედამიწაზე, ლემის "სოლარისი" კი ზუსტად იმას აღწერს, რაც ლემის ხედვის ქვაკუთხედს წარმოადგენს: კოსმოსის თვალუწვდენელი სანახების ათვისების იმედს, რწმენას იმისა რომ ოდესღაც ადამიანის გონი ჩვენი და სხვა გალაქტიკების ჯერ გამოუკვლეველ ადგილებს მიწვდება და არ ჩააკვდება ამ ცისფერ პაწაწკინტელა ბურთულას, რომელსაც დედამიწა ჰქვია.
თავდაპირველად ძალიან გამიკვირდა თუ რატომ თქვა ლემმა მხატვრულ ლიტერატურაში მოღვაწეობაზე პრინციპული უარი ამ 20 წლის წინ, შემდეგ კი ყველაფერი გასაგები გახდა: იგი მიხვდა რომ თავისი სათქმელი უკვე თქვა, მიხვდა რომ ის დრო დასრულდა, რომელსაც სამეცნიერო ფანტასტიკის ხანა ერქვა ლიტერატურაში, სწორად ამიტომ ვცემ ამ ადამიანს დიდ პატივს, იცოდა თავისი დრო და ადგილი. ამავდროულად ის მუდმივად თვითგანვითარებას ეწეოდა. ფლობდა რუსულს, ინგლისურს, გერმანულს და ფრანგულ ენებს. აწარმოებდა მუდმივ კორესპონდენციას თანამედროვე სამეცნიერო წრეებთან და რაც ყველაზე საინტერესოა სიცოცხლის ბოლო წლებამდე შერჩა საღი აზროვნებისა და უსაზღვრო ფანტაზიის უნარი.
უკანასკნელ ხანს ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის მისი სამეცნიერო-პოპულარული ესეების კრებულის "მოლოქის" გაცნობა. პრინციპში თითქმის თითოეულ ესეში "Summa technologica"-ზე აგზავნის მკითხველს, თუმცა მისი სათქმელი გასაგებია და ცხადია: ტექნოლოგიები მხოლოდ ტექნოლოგიებისათვის დანაშაულის ტოლფასია, ვიწრო ღირებულებებში და კულტურაში გამოკეტილობა რეგრესს ბადებს და თუ ჩვენი მზერა არ იქნება მიმართული ჩვენი გალაქტიკის შორეული ადგილებისაკენ, მაშინ ადამიანთა ცივილიზაციის არსებობას მალე არარსებობა ჩაენაცვლება...
მოკლედ, ოდესღაც ლემიზაცია დამემართა, თუ ვინმეს გინდათ მისი რაიმე შეგიძლიათ მომმართოთ თითქმის ყველაფერი მაქვს რუსულ და ინგლისურ ენებზე.
This post has been edited by linguistuss on 2 Oct 2007, 11:42
--------------------
* A deeply religious non-believer * Entia non sunt multi plicandasine necessitate * The cunning linguist * my blog - http://linguistuss.wordpress.com/
|