#57395371 · 11 Jan 2021, 21:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემის ჰაზრით ამ ლეგენდა პიროვნების ასე ჩუმად გაცილება არ შეიძლება. რაც მაგან ამაგი ჩადო ჩვენში, რაც გვმოძღვრა და რჩევები მოგვცა, რაც ფული ჩადო ამ ქვეყანში, რა რეფორმები ატარა მარტო. ნაცები ხომ მოგვაცილა და მოგვაცილა. ამას არ დაჯერდა და კობახიძე, ღარიბაშვილი, გახარია, წულუკიანი, ტიაკრაძე, კახიძე და კიდევ იმ ორ პროფესორს გვიტოვებს.
დარწმუნებული ვარ ქვეყანას გაუჭირდეს და გადაგვეფარება თითოეულს ამბრაზურასავით.
ჰო და ასეთი გულითადი და გულუხვი ადამიანის ასე ჩუმად გაცილება არ გამოვა რა.
ხვალ შევიკრიბოთ პარლამენტის წინ, ისე რომ არ დავარღვიოთ კარანტინის პიროებები, პირბადეებით, დისტანციის დაცვით, ევროსტანდარტებით და გულმხურვალე ტაში დავუკრათ ბიძინას ასე 1200-ზე.
ესიამოვნება, გაუხარდება, ამ ცივ ზამთარში გული გაუთბება უკვე მოხუცებულობაში შესულ პანამელ ემცენატს.
დავანახოთ ამგ ადამაინს რომ გვიყვარს. მართალია რაც არ უნდა სიყვარული , განსაკუთერბით დედიმისის, გამოვხატოთ რუსთაველზე ეს მაინც არ იქნება საკმარისი, მაგრამ ჩვენ ჩვენი ვცადოთ კაცო.
დაინახოს მაგ კაცმა, რომ მარტო კობახიძეს არ უყვარს ამ ქვეყანაში და სხვებიც არაინ.
ეტყობა გაუჭირდა რაღაც და ვერ ამბობს ახლა ასე პირდაპირ და გავუმართოთ ამ ერთხელაც ხელი, როგორც 2012ში ქართუს ბანკში რომ ვხსნიდით ანაბრებს და ლარ-ლარს ვრიცხავდით. ვისაც რითი შეგვიძლია დავეხმაროთ: მორჩენილი ვინიგრეტები ახალი წლიდან, ღორის თავი, ჩურჩხელები, თბილი წინდები, ტანსაცმელი ვისაც არ გვჭრიდება, წიგნები-ფროიდი ნაყვარება ნამეტნავად, ოღონდ ზარატუშტრადან 50-55 გვერდები ამოხიეთ მაინც. იქ ბინის ქირა, იქ კომუნალუირებმა მოიმატა, იქ წამლის ფული სჭრიდება, იქ ზვიგენის შენახვის ხარჯები, იქ სესიაშვილის აუზია დასასუფთავებელიო შემომჩივლა იმ დღეს და გადავინაწილოთ ესეც. ახლა ვყელაფერს ნუ დამაწერინებთ.
ერთი ფაქტია: ქართველი ერი ვერასოდეს ვერ გადაიხდის იმ ამაგს რაც ბიძინამ ჩადო ამ ქვეყანაში!!!
--------------------
Smile man . . . God loves you . . . .
Don't want to die? Don't be born . . .
If u are walkin' through hell . . . Keep walkin' . . .
"De Woch fangt scho guat o "
|