#6842955 · 2 Oct 2007, 17:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მიუხედავად იმისა რომ პილიგრიმები ძველ დროში სულიერი სიმშვიდის მიღწევის მიზნით მიდიოდნენ ხანგრძლივ მოგზაურობაში წმინდა ნაწილების ან წმინდა ადგილების მოსანახულებლად, დღეს ფეხით ველურ ბუნებაში მოგზაურობა არა მარტო რელიგიური მიზნით ხდება. pilgrimage (გთხოვთ, ქართული შესატყვისი შემახსენეთ) საკმაოდ პოპულარულია ტურისტებს შორისაც, განსაკუთრებით ნატურალისტებს შორის ევროპაშიც (1-1 ცნობილი საფრანგეთი-ესპანეთის გადაკვეთაზეა, Camino De Santiago რასაც სულ ცოტა 1-2 თვე ჭირდება) და აზიაშიც
ვიცი რომ ქართველ მამებსაც ქონდათ ასეთი წესი დარწმნებული ვარ იქნება სპეციალური გზები და მარშუტები მაინტერესებს დღეს რა ხდება ამ მხრივ, თუ დადის ვინმე მსგავს მოგზაურობებში,და რაც მთავარია,თუ იცით უსაფრთხო გზები? ტყე-ტყე სიარული მგონი აქ არც ისე უსაფრთხოა არც ინფრასტრუქტურაა მოწყობილი ამისთვის (გზაზე bed & breakfast ან backpackers hostels არ არის და ალბათ თუ არის სასტუმრო სადმე, ჩვეულებრივი სტუდენტისთვის ძვირი იქნება)
პ.ს. 'მოგზაურობა'-ში იმიტომ გავხსენი რომ pilgrimage დღეს მარტო რელიგიური დატვირთვა არა აქვს, უფრო სანახაობრივი და სათავგადასავლოა.
|