

დაბ. სახელი ივანა მილიჩევიჩი
დაბ. თარიღი 26 აპრილი 1974
სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
აქტიური 1996–დღემდე

ივანა მილიჩევიჩი (სერბოხორ. Ivana Miličević; დ. 26 აპრილი 1974, სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა) — ამერიკელი მსახიობი და მოდელი. ეროვნებით ხორვატი.
დაიბადა 1974 წლის 26 აპრილს, ქალაქ სარაევოში, დედამისის — დიასახლისის ტონკას, და მამამისის — მეწარმის დამირ მილიჩევიჩის ოჯახში.[1] 5 წლის ასაკში ივანა ემიგრირებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც აღიზარდა მიჩიგანში.[2] ჰყავს ორი უმცროსი ძმა, ტომო და ფილიპი.[3] 1992 წელს დაამთავრა სკოლა, შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ლოს-ანჯელესში.
ივანა მილიჩევიჩის კინოდებიუტი შედგა 1998 წელს ფილმში „სახელმწიფო მტერი“. შემდეგ გამოჩნდა სატელევიზიო შოუებში, როგორებიცაა: „მოჯადოებული“, „საინფელდი“, „ფელისიტი“, „დეტექტივი ნეშ ბრიჯესი“, „ძიძა“, „ბაფი-ვამპირების გამანადგურებელი“, „ჩაკი“, „ექიმი ჰაუსი“, „მეგობრები და სხვა.