#22840117 · 6 Dec 2010, 13:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უფასოდ მუშაობა საკმაოდ არაპროფესიონალურ მიდგომაა,
არსებობს სტაჟირებები, სადაც "სულ უფასოდ" არ ამუშავებენ ადამიანებს, არამედ გარკვეულ კომპენსაციას უხდიან, რომელიც გზის ხარჯს ფარავს, სულ მცირე,
დამსაქმებლები რომლებიც მაქსიმალური შედეგის მიღწევას ცდილობენ მინიმალური ხარჯებით, ხშირად კოვზი ნაცარში ვარდებათ ხოლმე; არადა, ისეთი პოზიციაა ეს, რომ სილაღე და თავისუფლება აშკარად უნდა ეტყობოდეს; ხოლო, როდესაც იცი, რომ 1 თვე უფასოდ მუშაობისა და მერე სამსახურიდან დათხოვნის ფაქტორი მაღალია, რომელ მოტივაციაზეა საუბარი?
კი ბატონო, მესმის ისეთ პროფესიებზე "უფასო" სტაჟირება სადაც ხანგრძლივი ურთიერთობა გექნება სფეროსთან. მაგალითად, იურისტი უნდა გამოხვიდე და შეიძლება დათანხმდე მინიმალური კომპენსაციას (სულ უფასოდ არ ვიცი, არის კი ასეთი ორგანიზაციები, რომლებიც თავს პროფესიონალებს უწოდებენ და ადამიანებს სულ უფასოდ ამოშავებენ? )
მაგალითად სასტუმრო/რესტორნის სფერო; აქაც გამიგია სტაჟირება სადაც ფორმა და სახლში მიყვანა საღამოთი არის უფასო; ასევე კვებაც;
თუმცა, "სულ უფასოდ" მუშაობა ცოტა არ იყოს რთულია,
პატივისცემით, განდი.
--------------------
დავით აღმაშენებლის, ილიას და მაჰათმა განდის გზა ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს.
<სძლიო საკუთარ თავს> - აი, რა საკითხი დგას დღის წესრიგში.
<თავისუფლებისკენ მიზანმიმართული სწრაფვა>, <საკუთარი ხალხის უანგარო სამსახური>, <პრიორიტეტების გონიერი გადანაწილება>, - განდი-- "თავისუფლებისთვის მებრძოლი".
|